ფინანსები
13/10/2023

ნათია თურნავა: ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანასა და სებ-ს შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა მარაქეშში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანის წარმომადგენელს საიმონ ლეიქს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანასა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის პარტნიორულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე გამახვილდა ყურადღება. მხარეებმა გამოთქვეს მომავალი თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი.

"დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანა მონეტების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია მსოფლიოში და საქართველო ეროვნულ ბანკთან მას მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს. The Royal Mint ჩვენი გრძელვადიანი პარტნიორია მონეტების დამზადების სფეროში. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ თანამშრომლობა დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანასა და ეროვნულ ბანკს შორის მომავალშიც გაგრძელდება",  -  განაცხადა ნათია თურნავამ. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის არაერთი პროექტი სწორედ დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანაში განხორციელდა. სხვადასხვა წლებში The Royal Mint-ში დამზადდა 2-ლარიანი, 1-ლარიანი და 50-თეთრიანი მონეტები, ასევე, ქრისტესშობის 2000 და სახელმწიფოებრიობის 3000 წლების 10-ლარიანი საიუბილეო მონეტები.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023