ფინანსები
14/10/2023

ნათია თურნავა - "ვიზასა" და "მასტერქარდთან" მყისიერი გადახდის სისტემის დანერგვის პროექტში სამომავლო თანამშრომლობა განვიხილეთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა მარაქეშში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, წამყვანი საერთაშორისო საბარათე სქემების "ვიზას" და "მასტერქარდის" წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც კომპანია "ვიზასთან", ასევე კომპანია "მასტერქარდთან" შეხვედრისას მხარეებმა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და პროექტები განიხილეს. გარდა ამისა, ისაუბრეს საბანკო სერვისებში ციფრული ტექნოლოგიებისა და უნაღდო გადახდების სისტემების განვითარებაზე, მათ შორის, საქართველოში მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვის თაობაზე.

ნათია თურნავას განცხადებით, მყისიერი გადახდის სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობს კომერციულ ბანკებსა და არასაბანკო საგადასახადო მომსახურების პროვაიდერებს შორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას. "ვიზა" და "მასტერქარდი" ქვეყანაში უნაღდო გადახდების განვითარების მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. "შეხვედრების ფარგლებში ჩვენ ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან პროექტზე, როგორიცაა მყისიერი გადახდის სისტემის დანერგვა, რომელზეც ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს. ეს სისტემა დააჩქარებს გადახდის პროცესს და გააუმჯობესებს მომხმარებელთა მომსახურების ხარისხს, რაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქართველოში "ვიზა" და "მასტერქარდი" 20 წელზე მეტია ოპერირებენ. ისინი აქტიურად თანამშრომლობენ ეროვნული ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტთან როგორც საგადახდო სისტემების, ასევე ფინანსური განათლების, ციფრული ვალუტის, ღია ბანკინგის და სხვა აქტუალურ საკითხებზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023