ფინანსები
27/10/2023

ნათია თურნავამ "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში B2B შეხვედრები გამართა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში B2B შეხვედრები გამართა.

ერთ-ერთი გლობალური კრიპტო ეკოსისტემის Binance-ის რეგიონალური ბაზრების ხელმძღვანელ რიჩარდ ტენგთან B2B შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომპანია დაინტერესებულია საქართველოს განვითარებადი ფინტექ გარემოთი. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო ფინტექ კომპანიების როლს საქართველოს ბაზრის განვითარებასა და ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებზე.

Elevandi-ის აღმასრულებელ დირექტორთან პატ პატელთან აუდიენციაზე კი მხარეებმა ფინტექის როლის ზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ხაზი გაუსვეს ციფრულ ეკონომიკაში საზოგადოებასა და კერძო სექტორს შორის ღია დიალოგის აუცილებლობას.

აღსანიშნავია, რომ სინგაპურის მონეტარული უწყების მიერ დაფუძნებული კომპანია Elevandi, სინგაპურის ფინტექ ფესტივალის ერთ-ერთი მასპინძელი და ორგანიზატორია. ფესტივალი 15-17 ნოემბერს გაიმართება, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკი, პარტნიორ ქართულ კომერციულ ბანკებთან და ფინტექ კომპანიებთან ერთადაა მიწვეული. სპეციალურად გამოყოფილ პავილიონში წარმოდგენილი იქნება  ეროვნული ბანკის ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით არსებული მიღწევები.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023