ფინანსები
07/06/2023

ობლიგაციების ბაზარი გაჯანსაღდა, ხოლო აქციების ბაზარი კვლავ განუვითარებელია

გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში

რეფორმეტრმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ მორიგ საჯარო - კერძო დიალოგზე კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმის პროგრესი შეაფასა.  რეფორმის პროგრესის შეფასება კაპიტალის ბაზრის განვითარების 2023-2028 წლების სტრატეგიით დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობების მიმოხილვას მოიცავდა.

ბოლო თვეების განმავლობაში კაპიტალის ბაზარზე 1 მლრდ ლარის ემისია განხორციელდა. გაიზარდა ბირჟაზე დალისტული კომპანიების რიცხვიც და ინვესტორების ბაზაც, განსაკუთრებით კი ბაზარზე საცალო ადგილობრივი ინვესტორების გააქტიურება შეინიშნება. თუმცა, აქტივობა კორპორატიულ სეგმენტზე, მხოლოდ ბონდების ბაზარზე შეინიშნება. 

ამის პარალელურად, კაპიტალის ბაზრის გამოცოცხლების და ახალი ინსტრუმენტების შეთავაზების თვალსაზრისით, ეროვნული ბანკი სხვადასხვა კანონპროექტზე მუშაობს, მათ შორის სეკურიტიზაციაზე, რომელიც პარლამენტშია განხილვებზე, უკვე მიღებულია ე.წ Covered Bond-ების კანონი და კანონი საინვესტიციო ფონდების შესახებ, მუშაობა მიმდინარეობს უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონზე. თითოეული მათგანის სამუშაო პროცესში კი, აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის კი USAID - ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა. 

“კაპიტალის ბაზრის განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის განცითარებისთვის. საკმაოდ კომპლექსური რეფორმაა და მოიცავს ძალიან ბევრი დაინტერესებული მხარის ჩართულობის საჭიროებას. USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა თავიდანვე იყო ჩართული ამ პროცესში, ჩვენი პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა ისეთი რეფორმები, როგორებიცაა საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონის მიღება, ეხლა მიმდინარეობს სეკურიტიზაციის შესახებ კანონის მიღების პროცესი, აგრეთვე ჩართული ვართ უძრავი ქონების საონვესტოციო ფონდების შესახებ კანონის შემუშავების პროცესში” - აცხადებს ნატალია ბერუაშვილი, USAID-ის ეკონომიკური მართველობია პროგრამის ხელმძღვანელი.

რეფორმეტრისა და USAID-ის ერთობლივ ღონისძიებაზე, რომელიც მიზნად კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმის პროგრესს ისახავდა, გამოწვევად აქციების ბაზრის გამოცოცხლება დასახელდა. ხოლო ობლიგაციების ბაზარი დადებითად შეფასდა.

“კაპიტალის ბაზრის განვითარების დონე ალბათ ეკონომიკურ მოთამაშეებს, როგორც ინვესტორებს ისე კომპანიებს არ აკმაყოფილებს.  გვაქვს მიმართულება, რომელიც არის საკმაოდ დამაკმაყოფილებელი და გვაქვს მიმართულება, რომელიც კვლავაც სუსტ წერტილად რჩება. ის მიმართულება, რომელიც დამაკმაყოფილებელია, ესაა ბონდების ბაზარი, ხოლო მიმართულება, რომელიც  ძალიან არადამაკმაყოფილებელია ესაა წილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზარი და შენიშვნები სწორედ ამ მიმართულებით იყო”, - ამის შესახებ დისკუსიის დასრულების შემდეგ, ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა.

თავის მხრივ, წილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრის გასააქტიურებლად, ეკონომიკის სამინისტრო პირველ რიგში ინფორმირების დონის გაუმჯობესებაზე მუშაობას გეგმავს, თუმცა, თუკი ამან ბაზარი არ გამოაცოცხლა, შესაძლოა შემდგომ საგადასახადო შეღავათებზეც დაიწყონ მუშაობა.

“გვაქვს საკმაოდ დადებითი რყევები, რაც დაიწყო კორპორატიული სასესხო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით, თუმცა სააქციო ფასიანი ქაღალდების გამოშვების მიმართულებით, აქტივობა დღეს მაინც დაბალია და ამ მიმართულებით მეტი ღონისძიებაა გასატარებელი. ცნობადობაა არის პირველი გამოწვევა, ამიტომ ცნობადობის პრობლემის გადაჭრით შეგვიძლია ეს ბაზარი გავააქტიუროთ, ხოლო თუ ცნობადობის შემდგომაც პრობლემაა ბაზრის გააქტიურებაში, შეიძლება უკვე საგადასახადო სტიმულებზე რაიმე მექანოზმებით ვიფიქროთ”, - აცხადებს გიორგი გურგენიძე, ეკონომიკის სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარების დეპარტამენტის უფროსი.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023