ფინანსები
10/04/2023

პაშა ბანკმა რე/ბანკის საბურთალოს ფილიალი დახურა

“პაშა ბანკმა“ მომსახურების ქსელის ოპტიმიზაციაზე განაცხადა.

თბილისში, პეკინის გამზირზე რე/ბანკის („პაშა ბანკის“ ქვებრენდი) ფილიალი დახურა. საცალო კლიენტებს  აღარც ზაარბრიუკენის მოედნის ფილიალში (პური გულიანთან,  სასტუმრო „მოქსის“ I სართული) მოემსახურებიან.

თბილისში რე/ბანკის მომხმარებელი სერვისს ახლადგახსნილ სერვის ცენტრში მიიღებს, ვაჟა-ფშაველას №35-ში.   

„პაშა ბანკი“, აზერბაიჯანული კაპიტალით, სულ,  4 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი, მ.შ. სამია რე/ბანკის თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. დედაქალაქის ცენტრალური ფილიალი (ზაარბრიუკენის მოედანზე) იურიდიულ პირებს ემსახურება.

„პაშა ბანკი“ საცალო  და კორპორაციული დაკრედიტების ბაზარზე 0.8%-იან წილით არის წარმოდგენილი. საცალო ანაბრებით, ბანკის საბაზრო წილი 0.2%-ია. იურიდიული პირების დეპოზიტების მიხედვით, 1.1%.

ფინანსური მონაცემები 01.03.2023-ის მდგომარეობით                                  

აქტივები

515.8 მლნ

სესხები

351,0 მლნ

დეპოზიტები

268,7 მლნ

წმ. მოგება (ზარალი)

 (-0.229)

წყარო: ბანკი

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023