ფინანსები
11/10/2022

პრობლემური სესხები ლარში გაიზარდა, დოლარში შემცირდა

სამომხმარებლო სესხებში გაპრობლემების კოეფიციენტი იზრდება. ლარის პორტფელში პრობლემური სესხების ზრდა აპრილიდან შეინიშნება და სექტემბრისთვის 6%-ს აღწევს (340 მლნ ლარს შეადგენს). აშშ დოლარის სესხებში უმოქმედო კრედიტების წილი 5.5%-ია, ევროში კი 3.8%.

სხვა საკრედიტო პროდუქტებთან შედარებით, სამომხმარებლო დაკრედიტება გაფუჭების მაღალი კოეფიციენტით ხასიათდება, პანდემიის, ომის კრიზისის და სხვა გლობალური შოკების გავლენის გარეშეც.

ბაზარი ბოლო რეგულაციის ეფექტსაც ელის, იანვრისთვის. როგორც ამ ზაფხულს (3 აგვისტო) პოტენციურმა მსესხებელმა შეიტყო, 16 აგვისტოდან სასესხო ვადა 4-დან 3 წლამდე დამოკლდა (საკრედიტო ბარათის გარდა ყველა პროდუქტს შეეხო). მიზანი მოთხოვნის შემცირება იყო, ინფლაციის წნეხისგან გათავისუფლების მიზნით და ამოცანა, დაკრედიტების ზრდის 1%-ით შენელება.  

უმოქმედო სესხები ვალუტის მიხედვით  (სავალუტოს ექვივალენტი ლარში)

 

₾არი

აშშ დოლარი

ევრო

09.2022

378 287 522

29 883 849

7 852 114

09.2021

285 581 708

53 210 024

11 777 444

წყარო: სებ-ი

როგორც იცით, უმოქმედო სესხები (არასტანდარტული, საეჭვო, უიმედო)  100%-მდე სარეზერვო მოთხოვნით  რეგულირდება.

სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით, 01.09.2022-ის მდგომარეობით, 7.3  მლრდ ლარის სამომხმარებლო სესხებია,  მ.შ. უცხოურ ვალუტაში მხოლოდ 800 მლნ ლარის არის გაცემული და აქედან 75% არარეზიდენრების კრედიტებზე მოდის.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023