ფინანსები
10/10/2023

პრობლემური სესხები შემცირდა

სამომხმარებლო სესხებში პრობლემური კრედიტების წილი 3.4%-მდეა შემცირებული, მ.შ. ბანკებში ყველაზე დაბალი კოეფიციენტით -1.9% წარმოდგენილია აშშ დოლარის პორტფელი, სადაც მხოლოდ 14,6 მლნ ლარის სესხია გაფუჭებული. 

მთლიანად სამომხმარებლო სესხებში კი პრობლემური კრედიტები 300 მლნ ლარამდეა. სექტემბრის მდგომარეობით (01.09.2023) დაკრედიტება 8.8 მლრდ ლარს აღემატება. ძირითადად (>88%) ადგილობრივ ვალუტაშია. 

პრობლემური სესხების კლება გარკვეულწილად განაპირობა ანგარიშგების საერთაშორისო სისტემაზე (IFRS) გადასვლამ, რამაც შემოიტანა დარეზერვების 3–დონიანი სქემა, მოსალოდნელი ზარალების დასაბალანსებლად (ნაცვლად ხუთიანისა: საიმედო, საყურადღებო, არასტანდარტული, საეჭვო, უიმედო). ლიბერალურმა მიდგომამ შეცვალა კიდევ რამდენიმე მახასიათებლის დათვლის მეთოდოლოგია, მათ შორის დასაკუთრებული ქონების, 3–წლიან ვადაში 30-50-100%-ით ხარჯში ჩამოწერას აღარ ექვემდებარება

მთლიანი დაკრედიტების წლიურ 14.6%-იან ზრდაში სამომხმარებლო სესხების წვლილი კვლავ მაღალია, სექტემბრის მდგომარეობით, სებ-ის ინტეარქტიული სტატისტიკით , 3.7%-მდეა, წლის დასაწყისიდან  ზრდაა, 0.2%პ-ით, თუმცა კლებაა 09/2022-თან შედარებით (L/Y - 4.8%).

იმ პერიოდთან შედარებით, როცა რეგულატორმა ინფლაციაზე წნეხის გასანეიტრალებლად, ვადის 3 წლამდე დამოკლებით, დაკრედიტების ტემპის შენელება გადაწყვიტა. 5.04%-იანი პიკი იყო ივნისის ბოლოს, როცა დაკრედიტების წლიურმა ზრდამ 18.7% შეადგინა.

სებ-ი სამომხმარებლო სესხის ვადის 4 წელზე დაბრუნებას, მომავალი კვირის ოთხშაბათს განიხილავს, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტზე. ასევე სხვა შესაძლო სტიმულებს დეველოპერული  და ბაზრის სხვა სეგმენტებისთვის.

3 წლამდე ვადადამოკლებად  სესხის კატეგორიაში  მხოლოდ 1 გამონაკლისია დაშვებული. 4 წლიანი ვადა შეუნარჩუნდა საკრედიტო ბარათს. რეგულაცია ოევრდრაფტსაც კი შეეხო, ყველაზე გრძელვადიან სასესხო პროდუქტს, რომლის ვადა  ზოგიერთი ბენეფიციარისთვის სიცოცხლის ბოლომდეა, ზოგისთვის საპენსიო ასაკამდე. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023