ფინანსები
17/06/2020

რას გულისხმობს ეროვნული ბანკის საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტი

ეროვნულმა ბანკმა საზედამხედველო სტრატეგიის 3-წლიანი დოკუმენტი გამოაქვეყნა. 

დოკუმენტის თანახმად, ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების საზედამხედველო პრიორიტეტებია: საფინანსო სექტორის მდგრადი ფუნქციონირების ხელშეწყობა, საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება, მდგრადი ფინანსური ტექნოლოგიების ეკოსისტემის განვითარება, დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის გაძლიერება, ლიდერობისა და ინიციატივების წამახალისებელი კორპორატიული კულტურის გაძლიერება.

"საფინანსო სექტორის პროგნოზირების ზრდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზედამხედველო სტრატეგიის ყოველწლიური გამოქვეყნება. აუცილებელია დაინტერესებულ მხარეებს მუდმივად ჰქონდეთ ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ დაგეგმილ სამომავლო ღონისძიებებზე. საზედამხედველო პრიორიტეტებსა და გეგმებზე ხელმისაწვდომი ინფორმაცია დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას აძლევს რისკების შეფასების, ანალიზისა და პროგნოზირების საფუძველზე სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებები მიიღონ", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მართალია დოკუმენტი ყოველწლიურად განახლდება, თუმცა როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, ეს არ გულისხმობს საზედამხედველო პრიორიტეტების ყოველწლიურ ცვლილებას, არამედ, ამ პრიორიტეტების გეგმის/ვადების შესაძლო ცვლილებებს, საზედამხედველო მანდატისა და მისიის ეფექტიანად შესასრულებლად.

დოკუმენტი ხელს უწყობს ინვესტორების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, სარეიტინგო კომპანიების, მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის საზედამხედველო პრიორიტეტებსა და გეგმებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

ეროვნულმა ბანკმა მოცემულ საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობა 2020 წლის დასაწყისში დაასრულა. თუმცა, კორონავირუსის (COVID-19) პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ, საჭირო გახდა საზედამხედველო პრიორიტეტებსა და გეგმებში გარკვეული ცვლილებების შეტანა. 

საგადახდო სისტემებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის წარმომადგენელთა ზედამხედველობასთან დაკავშირებული დეტალური სტრატეგია და გეგმები დოკუმენტს მომავალში დაემატება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023