ფინანსები
25/09/2020

რატომ იყო "ჯიპიაი“ საზედამხედველო კაპიტალის ზრდის გადავადების წინააღმდეგი

სადაზღვევო კომპანიებისთვის მინიმალური კაპიტალის ზღვრის გაზრდის მოთხოვნა გადავადდა.

რა შესაძლებლობას მისცემს ეს გადაწყვეტილება სადაზღვევო კომპანიებს, ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორმა თინა სტამბოლიშვილმა ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, კაპიტალის ზრდის გადავადება „ჯიპიაი ჰოლდინგს“ არ მოუთხოვია და ის ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო. სტამბოლიშვილის განცხადებით, „ჯიპიაის“ აქციონერების გადაწყვეტილებით, 2019 და 2020 წლებში 3-ჯერ მოხდა კაპიტალის ზრდა და ამ მოთხოვნას კომპანია მიმდინარე წელსაც დააკმაყოფილებს.

„შესაბამისად, მსგავსი "შეღავათი" არასამართლიანი მიდგომაა, რადგან გავრცელდება პატარა და სუსტ კომპანიებზე. ის ბაზრის სტაბილურობაზე დადებითად ვერ აისახება, რადგან ფინანსური სტაბილურობა სადაზღვევო სექტორისთვის გადამყვეტია.

ამასთან, რადგან მთლიანად სექტორზე არ არის გათვლილი, გვერდზე რჩება უფრო სერიოზული პრობლემები. ჩვენი მოსაზრება იყო, რომ ისეთ ინიციატივაზე გვეფიქრა, რაც ამ კრიზისის დაძლევაში დაგვეხმარობდა ყველას და არა ცალკეულ კომპანიებს,“ - აცხადებს თინა სტამობოლიშვილი.

როგორც ცნობილია, სადაზღვევო კომპანიებისთვის მინიმალური კაპიტალის ზღვრის გაზრდის მოთხოვნა 2021 წლის ბოლომდე გადავადდა. სადაზღვევო კომპანიებისთვის მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი ამ დროისთვის 4,2 მლნ ლარია, ზრდა წლის ბოლომდე 7,2 მლნ ლარამდე იყო დაგეგმილი.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023