ფინანსები
02/08/2023

"რეფინანსირების განაკვეთის შემსუბუქება პოზიტიურ ეფექტს იქონიებს თითოეული მოქალაქის ჯიბეზეც"

„რა თქმა უნდა, უფრო მეტიც შეიძლებოდა, თუმცა ზომიერების ფარგლებში, 0.25%-ით რეფინანსირების განაკვეთის შემცირებამ პოზიტიური გავლენა უნდა მოახდინოს მთლიან ეკონომიკაზე.“- ამის შესახებ ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანმა ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, რეფინანსირების განაკვეთის შემსუბუქება პოზიტიურ ეფექტს იქონიებს თითოეული მოქალაქის ჯიბეზეც.

„თავის მხრივ, ასეულობით ათას რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხზე შემცირდება საპროცენტო განაკვეთი და შესაბამისად, ამდენივე ადამიანს შეუმცირდება იმ თანხის მოცულობა, რომელიც ბანკში უნდა გადაიხადოს. არსებული ზომიერი ინფლაციიდან და პოზიტიური მოლოდინებიდან გამომდინარე, პლუს იმის გათვალისწინებით რომ საქართველოს ეკონომიკას სჭირდება დამხმარე ძალა, იმისთვის რომ მაღალი ზრდის ტემპი აჩვენოს, კარგია რომ ეროვნული ბანკი ეხმარება ეკონომიკას.“-აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ.

ჭარაია ელის, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილების ტენდენცია გაგრძელდება.

„თუ რაიმე განსაკუთრებით ნეგატიური არ მოხდა, ვფიქრობ მონეტარული პოლიტიკის შერბილების ტენდენცია გაგრძელდება. ამით ისარგებლებს როგორც მოქალაქე, ასევე ჯამურად ეკონომიკა, რადგანაც რეფინანსირების განაკვეთის კლება ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას. ეს კი თავის მხრივ იწვევს დასაქმების ზრდას, მეტი ეკონომიკური ოპერაციის გაკეთებას, რომელიც ამოძრავებს სხვადასხვა მიმართულებებს, იქნება ეს საცალო გაყიდვები, ინვესტიცია თუ სხვა. შესაბამისად, მოლოდინი მაქვს, რომ მომავალშიც ეს ტრენდი გაგრძელდება და ზომიერი რეფინანსირების განაკვეთი იქნება მინიმალური დაბრკოლება იმისთვის რომ ეკონომიკური ზრდა მომდევნო წლებშიც იყოს მაღალი.“- აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 2 აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.25 პროცენტს შეადგენს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023