ფინანსები
19/07/2023

რეფინანსირების სესხებზე მოთხოვნა შემცირდა

რეფინანსირების სესხები შემცირდა. ნაშთი 503 მლნ ლარს შეადგენს. ივლისში 400 მლნ ლარამდე კლება აღინიშნა. 

შესაბამისად, აღნიშნული მოცულობით შეუმცირდა სისტემას ლარის ლიკვიდობა. რეფინანსირების სესხების მორიგი აუქციონი ხუთშაბათს (20/07) გაიმართება. გაცემებმა მნიშვნელოვნად დაიკლო. გასული წლის ანალოგიური პერიოდისთვის რეფინანსირების სესხების ნაშთი ₾3 მლრდ -ს უახლოვდებოდა.

TBC კაპიტალის  მთავარი ეკონომისტის ოთარ ნადარაიას განმარტებით, კლება ბანკების მხრიდან მოთხოვნის შემცირებით აიხსნება. სექტორს ლარის საკმარისი ლიკვიდობა აქვს და შესაბამისად არ სჭირდება.

სებ-ის ინტერქტიული სტატისტიკით, ეროვნული ბანკი ივლისში Bmatch -ზე ვაჭრობას აქტიურად განაგრძობს. ბოლო კვირის განმავლობაში დღეში საშუალოდ $20-$30 მლნ-ს ყიდულობს და სანაცვლოდ მიმოქცევაში უშვებს ლარს.

საანგარიშო თვეში სავალუტო ინტერვენციებით ოპერაციები არ აღინიშნება. ივნისში კი სებ-მა $20 მლნ-მდე გაყიდა. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023