ფინანსები
23/10/2023

როლანდ პრაისი: მსოფლიო ბანკისთვის დიდი პატივია საქართველოს ცენტრალურ ბანკთან თანამშრომლობა

"მსოფლიო ბანკისთვის დიდი პატივია საქართველოს ცენტრალურ ბანკთან თანამშრომლობა,'-ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავასთან შეხვედრაზე ისაუბრა. 

"ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, ვმუშაობთ ახალი შესაძლებლობების უკეთ ათვისებასა და სხვა საკრედიტო ოპერაციებზე.

ცენტრალური ბანკის როლი მნიშვნელოვანია მთავრობასთან ერთად მიმდინარე რეფორმების განსახორციელებლად. დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე სხვადასხვა მიმართულების პროექტები განვიხილეთ, რომლებზეც ერთობლივად ვმუშაობთ", - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა.

შეგახსენებთ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და მსოფლიო ბანკს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ და სამომავლო პროექტებზე ისაუბრა. მათ შორის, საუბარი მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვასაც შეეხო, რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს.      

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023