ფინანსები
31/05/2023

საბანკო სექტორი 20%-მდე მომგებიანობას ხანგრძლივად შეინარჩუნებს

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი საბანკო სექტორის 17-20%-იანი მომგებიანობის შენარჩუნების პერსპექტივას გრძელვადიან პერიოდში ხედავს.

პაპუნა ლეჟავამ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის (ფსკ) დასკვნით ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ, საქართველოს საბანკო სექტორის მიმზიდველობაზე განაცხადა. აღნიშნა რომ ბაზარი  მაღალ კონკურენტუნარიანობას ინარჩუნებს. ელოდებიან ახალ მცირე მოთამაშეებს ციფრული და მიკრო ბანკების სახით.

მისივე თქმით, ბოლოდროინდელ ინფლაციას სექტორის მომგებიანობაზე უარყოფითად არ უმოქმედია, პირიქით  წახალისდა კიდეც მოგების ზრდა. ამასთან  აღნიშნა, რომ ინვესტორების  მაღალი ინტერესის შენარჩუნებისთვის, კაპიტალზე  17-20%-იანი უკუგება ყველაზე ოპტიმალურია.  შესაბამისი ანალიზის საფუძველზე, რასაც ბანკების ინვესტორები ეყრდნობიან. იპტიმალურობის დასტურად, მან დეპოზიტის 12%-იანი სარგებელი მოიხმო, ინსტრუმენტი, რომელიც ყველაზე დაბალრისკიანია, ბანკის კაპიტალში ინვესტირებისაგან განსხვავებით. 

მომგებიანობის უფრო დაბალ ნიშნულზე გასვლა ნიშნავს აქციონერების განწყობების გაუარესებას, რაც საქართველოს ბაზრის მიმზიდველობაზეც აისახება. 

მისივე თქმით, მიმზიდველობას განსაზღვრავს საბანკო სექტორის სტრუქტურაც, რომ  მთლიანად კერძო კაპიტალითაა წარმოდგენილი. 

ასევე აღნიშნა, რომ სანქციების  დარღვევაში ბაზრის არცერთი მონაწილეა შემჩნეული, თუ პროცედურულ გადაცდომებს და ანგარიშგების წესების დარღვევას  არ ჩავთვლით.  რაზეც 3 კომერციული ბანკი და 3 მიკროსაფინანო ორგანიზაცია დაჯარიმებული. 

TOP 6 ბანკი მოგებით გადასახადის გადახდამდე და გაუთვალისწინებელ შემოსავალ–ხარჯებამდე

  01.05.23 000
საქართველოს ბანკი 416,048
თიბისი   347,027
ლიბერთი 24,905
ბაზისბანკი 22,326
კრედო 19,624
პროკრედიტ ბანკი 18,743
წყარო: კომერციული  ბანკები

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023