ფინანსები
07/03/2023

საბანკო სექტორი ლარის დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებას 2024 წლიდან ელის

„უცხოურ ვალუტაში არსებულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები დაბალ ნიშნულზე რჩება.“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა განუცხადა.

ალექსანდრე ძნელაძის განმარტებით, ლარიზაციის პროცესში განხორციელებული ღონისძიებები, ასევე ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი რეზერვების მაღალი მოცულობა, აფერხებს უცხოურ ვალუტაში არსებული დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთების იმ დოზით ზრდას, რისი მოლოდინიც შეიძლება იყოს.

რაც შეეხება ლარში არსებულ დეპოზიდებს, ძნელაძის განმარტებით ლარში არსებულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები გაზრდილია და წლის განმავლობაში სავარაუდოდ ზრდის ტენდენციას შეინარჩუნებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის ბოლოს რეფინანსირების განაკევთის კლება არის მოსალოდნელი, რეფინანსირების როგორც ზრდა ისე შემცირება სადეპოზიტო პორტფელზე ცოტა მოგვიანებით აისახება. ამიტომ უფრო 2024 წლიდან ველით, რომ შემცირდება ლარში სადეპოზიტო პორტფელზე საპროცენტო განაკვეთები, ან შეიძლება ეს პროცესი 2023 წლის ბოლოს დაიწოს.“- აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.

მისივე თქმით, საბანკო სექტორი 2023 წელს უფრო მეტად მომზადებული შეხვდა.

„ შეიძლება, ის მაჩვენებლები ვერ შევინარჩუნოთ როგორც 2018-19 წლებში იყო, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წლევანდელი წლის ზრდის ტემპი გადააჭარბებს 2022 წლის მაჩვენებლებს.“-აღნიშნა საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023