ფინანსები
23/08/2023

საბანკო სექტორს წმინდა მოგება ეზრდება

საბანკო სექტორს წმინდა მოგება ეზრდება, გამოთავისუფლებული რეზერვების  ხარჯზე. სექტორში 850 მლნ ლარის მეტობას IFRS სტანდარტზე გადასვლა აჩენს. 

ივლისიდან რეგულატორს ბანკები  ანგარიშგების საერთაშორისო სისტემაზე სრულად გადაჰყავს. NBG-ურთან პარალელური 6-თვიანი პერიოდი დასრულდა. H2/2023-დან ქართული ბანკები სებ-ის მეთოდოლოგიით, იგივე GAAP-ით ანგარიგებას წყვეტენ. სესხების დანაკარგების რეზერვისთვის NBG-ურით თუ სექტორი 1.8 მლრდ ლარს მიმართავდა (H1/2023-ის მდგომაროებით), IFRS-ით, იგივე "ფასს"-ით მოუწევს ₾950 მილიონის დარეზერვება. მეტობა კი აისახება ბანკების წმინდა მოგებაში. 

IFRS-ს, რომელიც GAAP-ზე ლიბერალურია ხუთიანის (საიმედო, საყურადღებო, არასტანდარტული, საეჭვო, უიმედო) ნაცვლად შემოაქვს სესხების დარეზერვების 3–დონიანი სქემა, მოსალოდნელი ზარალების დასაბალანსებლად. პორტფელის დეფოლტის დაშვებით, სესხის 12–თვიან და მთლიან ვადაზე.

IFRS ცვლის რამდენიმე მახასიათებლის დათვლის მეთოდოლოგიას, მათ შორის მომსახურების საკომისიოს. ასევე  დასაკუთრებული ქონებისას, IFRS-ზე გადასვლის შემდეგ, გირაოში დარჩენილი მსესხებლის ქონება 3–წლიან ვადაში 30-50-100%-ით ხარჯში ჩამოწერას აღარ ექვემდებარება (ბანკს რეზერვის შექმნა აღარ მოეთხოვება. შესაბამისად დასაკუთრებული ქონების ღირებულება გაიზრდება (ბუღალტრულად). რეგულატორი ბანკებს, დასაკუთრებული ქონების სისტემატიურად ჩამოწერას არ ავალდებულებს.

IFRS სახელმწიფო ბიუჯეტსაც უზრდის შემოსავალს. დასაბეგრი ბაზა გაიზარდა და განაკვეთიც 15%-დან, 20%-მდე, თუმცა როგორც სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ GAAP/IFRS ანგარიშგების პარარელური მოქმედების 6-თვიან პერიოდში რამდენჯერმე განმარტა, +5% ბაზასთან შედარებით უმნიშვნელოა. სექტორს საგადასახადო ტვირთს ანგარიშგების სისტემის ცვლილება უზრდის. ბაზარი ამ არხით კაპიტალზე 300 მლნ-ის დანაკლისს ელის, რაც შესაბამისად შეკვეცავს ეკონომიკის დაკრედიტებას.

IFRS -ს მოყვება მაკორექტირებელი ბუფერი - CRA. სექტორმა კაპიტალის ბუფერები მეტობით რომ დაიჭიროს, ლიბერალურ ანგარიშგებაზე გადასვლის შემდეგაც.

როგორც სებ-ში გვითხრეს, H1/2023-ის მდგომარეობით, მეტობა ნახევარ მილიარდზე მეტია. ბანკების საზედამხედველო კაპიტალი GAAP-ით თუ 11.8 მლრდ ლარია, IFRS-ით  გამოდის 12.4 მლრდ ლარი.

სებ-ს GAAP/IFRS შედარებითი კაპიტალის ადეკვატურობის განახლებული ცხრილი არ გამოუქვეყნებია. თვალსაჩინოებისთვის გაეცანით ძველს (პერიოდი:30.10.2022)

                  GAAP

             IFRS-ით

  კაპიტალი

 მოთხოვნა

კაპიტალი

მოთხოვნა

მ.შ CRA

ძირითადი პირველადი კაპიტალი (CET 1)

 

15.0%

 

10.9%

 

17.7%

 

12.9%

 

2.1%

პირველადი კაპიტალი (Tier 1)

17.0%

13.1%

19.6%

15.1%

2.1%

საზედამხედველო კაპიტალი

20.4%

16.7%

21.8%

18.7%

2.1%

 

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023