ფინანსები
03/11/2023

საბანკო/საფინანსო სექტორიდან ₾300 მლნ დამატებით მოგვაქვს - ირაკლი ღარიბაშვილი 2024 წლის ბიუჯეტზე

მიუხედავად მნიშვნელოვანი ზრდებისა, ბიუჯეტის განხილვის პროცესში გამოიკვეთა დამატებითი საჭიროებები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საბანკო სფეროში 9 თვის განმავლობაში მიმდინარე ტენდენციების მიხედვით, 2024 წელს მთავრობას შეეძლება დამატებით 300 მილიონი ლარის შემოსავლის მიღება საბანკო-საფინანსო სექტორიდან.

„მიუხედავად მნიშვნელოვანი ზრდებისა, ბიუჯეტის განხილვის პროცესში გამოიკვეთა დამატებითი საჭიროებები. ჩვენ ჩვენს მეგობრებთანაც გვქონდა ამის თაობაზე საუბარი პარლამენტში, საინტერესო მოსაზრებებიც გაგვიზიარეს, ბევრი რეკომენდაციები და რჩევებიც გავიზიარეთ და გავითვალისწინეთ.

ჩვენ ეს პერიოდი ვმუშაობდით და დამატებითი რესურსების მობილიზებაზე გაკეთდა აქცენტი. გავაანალიზეთ საბანკო სფეროში 9 თვის განმავლობაში მიმდინარე ტენდენციები, გამოიკვეთა, რომ 2024 წელს ჩვენ შეგვეძლება დამატებით 300 მილიონი ლარის შემოსავლის მიღება საბანკო/საფინანსო სექტორიდან. ვითვალისწინებთ მათ მოგებას და აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს დაკვირვება გაგრძელდება და ვნახავთ, კიდევ დამატებით რა რესურსები შეიძლება გამოინახოს. 300 მილიონი ლარი დამატებით მოგვაქვს საბანკო/საფინანსო სექტორიდან”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023