ფინანსები
27/11/2020

სადაზღვევო ბაზარზე მოზიდული პრემიით "ჯიპიაი ჰოლდინგი“ ლიდერობს

2020 წლის 9 თვის მონაცემებით, მოზიდული სადაზღვევო პრემიით ბაზარზე „ჯიპიაი ჰოლდინგი“ (104.44 მლნ. ლარი) ლიდერობს, მას მოსდევს “ალდაგი“ (78.59 მლნ.ლარი), „თიბისი“ (66.19 მლნ. ლარი),„იმედი L“ (57.56 მლნ. ლარი).

მეხუთე ადგილზეა „არდი“ (45.23 მლნ. ლარი).ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი სურათი შემდეგი იყო: პირველ ადგილზე „ჯიპიაი ჰოლდინგი“ 81.88 მლნ ლარით ლიდერობდა, მეორე ადგილს  77.70 მლნ ლარით „ალდაგი“ იკავებდა,70.65 მლნ ლარით მესამე ადგილზე  იმედი L“  იყო,მეოთხე ადგილზე 59.38 მლნ ლარით „თიბისი დაზღვევა“, მეხუთე ადგილზე კი  42.24 მლნ ლარით „არდი“ პოზიციონერობდა.

2020 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, 17 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

2020 წლის 9 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა  513,4 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 129,7 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 44,3 მილიონი ლარი.

სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 976,9 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 282,7 მილიონ ლარს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023