ფინანსები
01/05/2020

საფინანსო სექტორი უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვის 1,7 მლნ-ით დაჯარიმდა

ფულის გათეთრების ფაქტები საფინანსო ბაზრის ყველა სეგმენტში გვხვდება.

ეროვნული ბანკის ცნობით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობისთვის საფინანსო სექტორის 61 სუბიეტი 1 698 800 ლარით დაჯარიმდნენ. 2018 წელს ამავე მიზეზით დაწესებული ჯარიმების მოცულობა 1.45 მლნ იყო.

წინა წლისგან განსხვავებით, სებ-ი არ აკონკრეტებს რამდენი ბანკი ან მიკროსაფინანსო ორგაზაცია შეისწავალა. ჯარიმები კი ასე გადანაწილდა:
• კომერციული ბანკი – 726,000 ლარი;
• მიკროსაფინანსო ორგანიზაცია – 539,300 ლარი;
• საგადახდო მომსახურების პროვაიდერი – 256,400 ლარი;
• ვალუტის გადამცვლელი პუნქტი – 177,100 ლარი.

აღსანიშნავია, რომ საგადახდო მომსახურების 9 პროვაიდერის შემოწმება სებ-მა ჯერ კიდევ 2018 წლის ბოლოს დაიწყო და როგორც ჩანს მათ ნაწილში დარღვევები გამოვლინდა.
ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშში აღნიშნულაი, რომ ფულის გათეთრების კანონმდებლობის აღსრულება რისკებზე დაფუძნებული ზედამხედევლობის სისტემით ხორციელდება.
„გამოვლენილი დარღვევების გამოსწორებისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების კონტროლის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დისტანციური ტიპის საკონტროლო (ე.წ. follow-up) შემოწმებები დანერგა და მოცემულმა საზედამხედველო ღონისძიების გამოყენებამ საქართველოს ეროვნულ ბანკის საზედამხედველო რესურსების კიდევ უფრო ეფექტიან გადანაწილებას და ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობის შესახებ კანონმდებლობასთან შესაბამისობის ეტაპობრივ ამაღლებას შეუწყო ხელი“, – ნათქვამია ანგარიშში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023