ფინანსები
17/10/2022

საფინანსო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 38.5 ათას კაცამდე გაიზარდა

საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 2020 წელთან შედარებით, გაიზარდა და გასულ წელს, 38.5 ათას პირს შეადგენდა, მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი 2020 წელს 36 ათასი კაცი იყო.

2021 წელს გასულ წელთან შედარებით, გაიზარდა საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების დეკლარირებული შემოსავლებიც. კერძოდ, ეს მაჩვენებელი 2021 წელს 7101.2 მლნ. ლარი იყო, 2020 წელს კი 5860,9 მლნ. ლარი. აქედან, უდიდესი ნაწილი საპროცენტო და მასთან გათანაბრებულ შემოსავლებს მიეკუთვნება, შემდეგ პოზიციაზე საკომისიოები და სხვა სახის შემოსავლებია.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის დასასრულისთვის საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების სალაროში განთავსებული იყო 2370.0 მლნ. ლარი ნაღდი ფულის სახით. 2021 წლის ბოლოსთვის ფიქსირებული და არაწარმოებული აქტივების ნარჩენმა (საბალანსო) ღირებულებამ 1800.6 მლნ. ლარი შეადგინა.

2021 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ (პირდაპირი დაზღვევის საქმიანობის მიხედვით) გამომუშავებულმა პრემიამ (ბრუტო) 705.6 მლნ. ლარი შეადგინა, საიდანაც 39.2 პროცენტი სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის, 16.0 პროცენტი - ქონების დაზღვევაზე, 8.5 პროცენტი - სიცოცხლის დაზღვევაზე, 5.8 პროცენტი - სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 2.0 პროცენტი - უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (28.5 პროცენტი) სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება. 2021 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ დამდგარი სადაზღვევო ზარალი (ბრუტო) 425.2 მლნ. ლარით განისაზღვრა, რომლის 56.5 პროცენტი სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის, 8.7 პროცენტი - ქონების დაზღვევაზე, 7.1 პროცენტი - სიცოცხლის დაზღვევაზე, 3.4 პროცენტი - სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 0.1 პროცენტი - უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (24.2 პროცენტი) სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება.

ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023