ფინანსები
10/11/2021

საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა ბიუჯეტს ₾194 მლნ-მდე დაუჯდება

2022 წელს საჯარო სექტორში მომუშავეთა რიცხოვნობა წინა წელთან შედარებით 147-ით იზრდება. იზრდება ხელფასებისთვის გამოყოფილი თანხაც, დაახლოებით 194 მლნ ლარით.

ზრდის კომპონენტი უკვე გათვალისწინებულია 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიაში, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ საკანონმდებლო ორგანოში წარადგინა. 

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა დაანონსა, რომ 2022 წელს საჯარო სექტორში ხელფასები 10%-ით გაიზრდება. ბიუჯეტის პროექტით შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი დამატებითი თანხა სწორედ ამ ზრდისთვის არის გათვალისწინებული. 

2022 წელს, ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საჯარო სექტორში 112 752 ადამიანი იქნება დასაქმებული. შრომის ანაზღაურებისთვის კი, სულ 1.8 მლრდ ლარია გათვალისწინებული. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023