ფინანსები
15/09/2023

"საქართველო კრიპტო მიმართულებით რეგიონში მოწინავე ადგილზეა“

"სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიები, როგორიცაა Binance, WhiteBIT და სხვა კომპანიები, დაინტერესებული არიან ისეთი ქვეყნების შემჩნევით, როგორიც საქართველოა,“- ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-თან“ "კრიპტო ბირჟის“ დამფუძნებელმა, ავთანდილ კუჭავამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, კრიპტო სექტორი საკმაოდ რეგულირებულია და ამ მიმართულებით ყველაზე განვითარებული ქვეყანა, ინდოეთია, რომელიც როგორც კონკურენციის, ასევე საგადასახადო ნაწილში ევროკავშირიდან პოლიტიკის წაღებას, ან თავისი ინიციატივებისა და ხედვების წარდგენას ცდილობს.

"ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს ბაზარზე 250-ზე მეტი მომხმარებელი (იუზერი) ჰყავს, რაც ჩემი აზრით მცდარი მაჩვენებელია. ვინაიდან მინიმუმ ერთი ადამიანი მაინც არსებობს, რომელსაც თავისი ოჯახის წევრებიც დარეგისტრირებული ჰყავს. აქედან გამომდინარე, ერთ ადამიანზე შეიძლება რამდენიმე სხვადასხვა მომხმარებლის ანგარიში იყოს გახსნილი.

მიუხედავად ამისა, ჩვენი ქვეყანა რეგიონში მოწინავე ადგილზეა და კერძო სექტორის გადმოსახედიდან, ქვეყანაში ინფრასტრუქტურა სწრაფად განვითარდა,"-აცხადებს კუჭავა.

რაც შეეხება გამოწვევებს, კუჭავა აღნიშნავს, რომ სხვა ქვეყნებიდან რეგულაციების ზუსტად გადმოტანა საქართველოსთვის მუდმივი პრობლემაა.

მისივე ცნობით, ქვეყანას აქვს დიაპაზონი, რომელშიც საქართველოს შეუძლია აშშ-სა და ევროკავშირს პირობები დაუწესოს, თუ როგორ დაარეგულირებს ამათუიმ საკითხს.

ამასთან, როგორც „კრიპტო ბირჟის“ დამფუძნებელი განმარტავს, პრობლემაა თავად  კანონმდებლობის შინაარსის გაგებაც, რისთვისაც საკითხზე კომპეტენტურ ადამიანებთან და დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციის გავლაა საჭირო.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ   დიდი ოცეულის (G20) რიგით მე-18 სამიტი გაიმართა, სადაც მსოფლიო ლიდერებს შორის განიხილეს საკითხი იმის შესახებ, რომ ყველა ტრანზაქცია, რომელიც ქვეყნებს შორის მოხდება, ავტომატურად გაზიარდეს.

 

 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023