ფინანსები
27/10/2023

საქართველოს ბანკი ტურიზმისა და ღვინის ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს

საქართველოს ბანკისთვის, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტისთვის,  ერთ - ერთი პრიორიტეტული მიმართულება რეგიონში სტუმარმასპინძლობის და ღვინის ბიზნესის განვითარების მხარდაჭერაა. აღნიშნული სექტორების გაძლიერების მიზნით ბანკი მომხმარებლებს მარნების დაფინანსების შესაძლებლობას სთავაზობს.

აღნიშნული შეთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ ბიზნეს მომხმარებლებს, რომლებსაც ტურიზმის სექტორში ოპერირების, (სასტუმრო, საოჯახო სასტუმრო,  ჰოსტელი) გასტრონომიული მიზნით სტუმრის მიღების, სხვადასხვა სერვისოპერატორის თუ გაქირავების ვებგვერდის გამოყენების გამოცილება აქვთ.

შეღავათიანი აგროსესხის მეშვეობით შესაძლებელია დაფინანსდეს :

  • ქვევრის, ცისტერნის შეძენა;
  • ყურძნის აპარატების შეძენა;
  • მარნის მშენებლობა, მოპირკეთება და სხვა.

სრული სიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე:

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ბიზნეს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სახელმწიფო სუბსიდიით, რომელიც პროცენტის თანადაფინანსებას გულისხმობს.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესის განვითარებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ღვინის და სტუმარმასპინძლობის ბიზნესის ხელშეწყობის  მიზნით  ბანკმა ბიზნეს მომხმარებლებისთვის არაერთი  პროდუქტი შექმნა.  აგროშეთავაზებები მათთვისაა, ვისაც სურს საკუთარი საქმიანობის, წარმოების განვითარება. საქართველოს ბანკის მიერ შეთავაზებული მსგავსი აგროპროდუქტები რეგიონებში ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს. 

აგროპროდუქტების შესახებ არსებული შესაძლებლობების სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს:

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023