ფინანსები
18/10/2023

საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის შეხვედრების სერია 19 ოქტომბერს დაიწყება

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, აქტიურ რეჟიმში განაგრძობს ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მის განვითარებაზე მუშაობას. სწორედ ამ მიზნით, ბანკმა რამდენიმე თვის წინ მომხმარებლებს შეთავაზებების მართვის ახალი პლატფორმა - საქართველოს ბანკის Ads მენეჯერი წარუდგინა. Ads მენეჯერის შეხვედრების სერიის ფარგლებში პირველი ონლაინ ღონისძიება - გაიგე როგორ შექმნა სწორი შეთავაზება, 19 ოქტომბერს გაიმართება.

შეხვედრაზე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ თუ როგორ მუშაობს შეთავაზების მართვის ახალი პლატფორმა და მისი რეკომენდერ სისტემა. შეხვედრას საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის Product Owner - თორნიკე სამადაშვილი გაუძღვება და შემდეგ საკითხებს განიხილავს :  

  • როგორ შექმნათ შეთავაზებები 1 200 000-ზე მეტი ადამიანისთვის;
  • რა ტიპის ანალიტიკის ნახვის შესაძლებლობა გაქვთ Ads მენეჯერით;
  • რომელ ციფრულ არხებში გამოჩნდება თქვენ მიერ შექმნილი შეთავაზება;
  • როგორ ნახავთ უკვე შექმნილი შეთავაზების ანალიტიკას

 „საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლებს შევთავაზოთ ისეთი ინოვაციური პროდუქტები და ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესის ზრდას და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას. მოხარული ვარ, რომ Ads მენეჯერის შეხვედრების სერიის ფარგლებში უნდა ვისაუბრო ამ ინოვაციურ პროდუქტზე, თუ როგორ მუშაობს და როგორ შეუძლიათ ბიზნესებს შექმნან შეთავაზებები 1 200 000 - ზე მეტი ადამიანისთვის.  ჩვენ აქ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებულ სერვისებისა თუ თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნაზე მუშაობას“ - განაცხადა თორნიკე სამადაშვილმა, საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის Product Owner -მა


შეხვედრა ჩატარდება  ონლაინ. რეგისტრაცია შეუძლია ყველას, ვინც დაინტერესებულია ბიზნესის ზრდით ან ახალი მარკეტინგული შესაძლებლობებით, 19 ოქტომბრის 18:00 - მდე. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023