ფინანსები
12/10/2023

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამოცემული წიგნის - "ბიზნესისტორიები საქართველოდან" პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მრავალი წელია არაერთი საგანმანათლებლო პროექტის ინიციატორი და მხარდამჭერია.

სწორედ ამ მიზნით, ბანკის და მარკეტერის პარტნიორობით გამოცემული წიგნის - "ბიზნესისტორიები საქართველოდან" - პრეზენტაცია 11 ოქტომბერს გაიმართა.

"ბიზნესისტორიები საქართველოდან" საქართველოს ბიზნესის ისტორიას ყვება. ამ წიგნში საქართველოში მოღვაწე მეწარმეების შესახებ ისტორიებია თავმოყრილი, მათ შორის: ძმები ზუბალაშვილების, ნიკო ნიკოლაძის, ილია ჭავჭავაძის, დავით სარაჯიშვილის, გიორგი ქართველიშვილის, მიქაელ არამიანცის, მიტროფანე ლაღიძის, აკაკი ხოშტარიას, მელიქ აზარიანცის, გივი ზალდასტანიშვილის და სხვათა ისტორიები.

აღსანიშნავია, რომ წიგნის შეძენა „ერთი ერთისთვის“ პრინციპით არის შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი ერთ წიგნს შეიძენთ, მეორე წიგნი საჩუქრად გაეგზავნებათ იმ სკოლებსა და ბავშვებს, ვისაც ის ძალიან გამოადგება.


"საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება განათლებაა. მოხარული ვარ, რომ მარკეტერთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო წიგნი გამოვეცით ქართული ბიზნესის ისტორიის შესახებ. ძალიან კარგი ინიციატივაა, რომ წიგნი "ერთი-ერთისთვის" პრინციპით გაიყიდება.

ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას მივცეთ წვდომა თვითგანვითარებისა და შემეცნებისთვის საჭირო ინსტრუმენტზე, რაც ხელს შეუწყობს მათში ზოგადი განათლების ამაღლებას. ჩვენ ვაგრძელებთ განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას",- აცხადებენ საქართველოს ბანკში


წიგნის შეძენა შესაძლებელია ონალინ. შესაკვეთად ეწვიეთ ბმულს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023