ფინანსები
16/10/2023

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურჯაანის ღვინის ფესტივალი გაიმართა

საქართველოს ბანკი ღვინის კულტურისა და ადგილობრივი მეწარმეების პოპულარიზაციის ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, 14 ოქტომბერს, გურჯაანში, ახტალის პარკში, გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2023 გაიმართა. ღონისძიება ღვინის დღეების ფარგლებში ჩატარდა.

ფესტივალი 2017 წლიდან იმართება და მისი მიზანია უნიკალური ქვევრის ღვინის და ქართული ბოთლის ღვინის განვითარების ხელშეწყობა, მცირე მეწარმეების აღმოჩენა და მათი ცნობადობის ზრდა. ასევე, ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობა როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სტუმრებისთვის.

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს 300-ზე მეტი მეღვინის სხვადასხვა ტიპის, ფერის და ასაკის ღვინის, ჭაჭისა და სხვა სასმელის დაგემოვნების შესაძლებლობა ჰქონდათ.

"საქართველოს ბანკი აქტიურ რეჟიმში უწყობს ხელს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებას, განსაკუთრებით კი ღვინის პოპულარიზაციას. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური ფესტივალი გურჯაანში, უკვე მეხუთედ გაიმართა.

მსგავსი ფესტივალები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს უწყობს როგორც მცირე, ისე საშუალო ბიზნესის განვითარებას, ახალ პერსპექტივებს უჩენს ბიზნესს, ეხმარება დაამყარონ ახალი კავშირები და მოიძიონ პარტნიორები.

ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ბიზნესის მხარდაჭერაა, ამიტომაც, არ ვჩერდებით და განვაგრძობთ საინტერესო პროექტების ხელშეწყობას, განსაკუთრებით რეგიონებში", – განაცხადა ალექსანდრე მელქაძემ, საქართველოს ბანკის აგრო პროექტების განვითარების ხელმძღვანელმა.

აღსანიშნავია, რომ გურჯაანის ღვინის ფესტივალი საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსის (IWSC) ოფიციალური პარტნიორია. 2022 წელს IWSC-ის კონკურსის ისტორიაში პირველად ის საქართველოში ჩატარდა, ჟიურიმ 500 ქართული ღვინო შეაფასა და რეკორდული რაოდენობობის ოქროს მედლებით დააჯილდოვა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023