ფინანსები
17/03/2020

საქართველოს ბანკმა შესაძლოა, დივიდენდების გაცემა გადაავადოს

COVID-19 -ის გავრცელებასთან დაკავშირებული გაურკვევლობის ფონზე „საქართველოს ბანკმა“ შესაძლოა, დივიდენდების გაცემა გადაავადოს.

ბანკის მენეჯმენტმა ინვესტორებს ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო შემუშავებულ გეგმაზე, საქართველოს მთავრობის ღონისძიებებსა და არსებულ ვითარებაზე აცნობა.

ბანკის ტოპ- მენეჯმენტი აღნიშნავს, რომ არსებული გაურკვევლობის ფონზე დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა ამ ეტაპზე,  აღარ გასცეს რეკომენდაცია დივიდენდების გაცემაზე.

მას შემდეგ, რაც COVID-19  პანდემიის ეკონომიკური შედეგები უფრო ცხადი გახდება, მმართველი ორგანო საკითხის განხილვას დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ბანკის მენეჯმენტის რეკომენდაციით, იგეგმებოდა 2019 წელს მოგებიდან დივიდენდების გადახდა, 1 აქციაზე 2.67 ლარი (ექვივალენტი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში).

„საქართველოს პასუხი  კორონავირუსის კრიზისზე ამ დრომდე იყო უკიდურესად წარმატებული, მაგრამ ამ უპრეცენდენტოდ რთულ დროს, ქვეყანა ვერ იქნება დაცული ბევრ სექტორში   გლობალური ეკონომიკური გავლენებისგან, განსაკუთრებით ეს ეხება ტურიზმს და მასთან დაკავშირებულ სექტორებს. ჩვენი ბანკის პრიორიტეტია, პირველ რიგში, ჩვენი თანამშრომლების და კლიენტების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა და ჩვენი გეგმაც მიმართულია სწორედ ამ პრიორიტეტების უზრუნველსაყოფად, ჯგუფის გრძელვადიან  სტაბილურობისა და მომგებიანობის შენარჩუნებასთან ერთად“, – განუცხადა ინვესტორებს „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა.

არჩილ გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ბანკი იმუშავებს მოახდინოს  ადაპტირება და რესურსების მართვა გარემოებების შესაბამისად.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023