ფინანსები
07/09/2021

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით "ციტადელი" საქმიანობას აფართოებს

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას კვლავ აგრძელებს. ბანკთან თანამშრომლობით „ციტადელი“ საქმიანობას აფართოებს.

კომპანია მომხმარებელს 30-მდე კატეგორიის, საერთაშორისო სტანდარტების სამშენებლო-სარემონტო მასალებსა და ტექნიკას სთავაზობს, მათ შორის: საყალიბე სისტემებს, კოშკურა ამწეებს, ჰიდროიზოლაციას, თბო და ხმის იზოლაციას, უსაფრთხოების სისტემებს/აქსესუარებს, ელექტროობას, განათების სისტემებს, ლამინირებული იატაკის ფილებს, ბაღის აქსესუარებს, ფანერებს და ა.შ.

„ციტადელს“ მომხმარებელთან ურთიერთობის რამდენიმე მიმართულება აქვს არჩეული, ესენია: დისტრიბუცია, საცალო, ონლაინ და კორპორატიული გაყიდვები. ჩვენი პრიოტიტეტი მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო ასორტიმენტის შეთავაზებაა. სწორედ ამიტომ, კომპანია ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორიცაა: ROCKWOOL, SVEZA, PERI, ICOPAL, PENOPLEX, TGM, COMANCA და სხვა”, - განმარტავს ციტადელის ფინანსური დირექტორი, ირაკლი შეყილაძე

„2001 წლიდან „ციტადელი“ სამშენებლო სფეროში მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხის მაღალ სტანდარტებს ამკვიდრებს, იმისათვის, რომ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნას. საქართველოს ბანკთან მრავალწლიანი პარტნიორობა გვაკავშირებს და სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში შევძელით ნდობასა და ხარისხზე დაფუძნებული ურთიერთობების დამყარება ჩვენს მომხმარებელთან. ჩვენი მიზანია კიდევ უფრო გავაღრმავოთ ეს ურთიერთობები, შევინარჩუნოთ ლიდერი კომპანიის სტატუსი და გავზარდოთ პარტნიორთა რიცხვი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე”, - აცხადებს ირაკლი შეყილაძე.

“ციტადელი“ ამჟამად თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში რვა სავაჭრო სივრცეს აერთიანებს და 250 -ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. პროდუქტის რეალიზაციას კი როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე სომხეთში ახორციელებს. „ციტადელის“ პროდუქციით შესრულებულ პროექტებს შორისაა „TWIN TOWERS”, “სითი მოლი“, “რედკო გუდაური“, „თბილისი გარდენს“, „M3 საბურთალო“, „არქი ფიჭვები“ და სხვ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023