ფინანსები
16/09/2020

საქართველოში 3.8 მლრდ ლარის დეპოზიტებია დაზღვეული

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო დაზღვეული დეპოზიტების ზღვრის მორიგ ზრდას სამ წელში ვარაუდობს.

როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტა, ფონდი წინასწარ გაკეთებული გათვლების მიხედვით ვითარდება, მასში აკუმულირებული თანხა კი ამ ეტაპზე 48 მლნ ლარია.

"დღეს ფონდში აკუმულირებულია 48 მლნ ლარი. წლის ბოლომდე ვვარაუდობთ, რომ 10 მლნ დაემატება. ფონდი კარგი ტემპით იზრდება და გათვლებიც რეალობას ემთხვევა. რეალურად 1-ელი ივლისიდან სადაზღვევო დეპოზიტების ზღვარის გასამმაგდა. იმ პირობებით, რომ საბანკო სექტორის შემონატანები მხოლოდ 40%-ით გაიზარდა,“ - განაცხადა ოთარ ძიძიკაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა 3.8 მლრდ ლარს შეადგენს.

„1-ელი ივლისიდან დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი გაიზარდა 5 000-დან 15 000 ლარამდე. გვქონდა დაზღვეული 2 მლრდ ლარი, თუმცა, მატების შემდეგ დღეს-დღეობით მთლიან საბანკო სისტემაში ვაზღვევთ 3.8 მილიარდ ლარს. შედეგად, ყოველთვიურად, სადაზღვევო ფონდში ბანკების შემონატანები 1,6 მლნ ლარიდან 2,3 მლნ ლარამდე გაიზარდა,“ - განაცხადა ძიძიკაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023