ფინანსები
22/09/2020

საკრედიტო-საგარანტიო სქემაში 9 ბანკია ჩართული

საბანკო ასოციაციის ინფორმაციით, საკრედიტო-საგარანტიო სქემაში 9 ბანკია ჩართული, მათგან 5-ს სქემის ნაწილი უკვე ათვისებული აქვს.

ალექსანდრე ძნელაძის განმარტებით, ბანკების ნაწილი საკუთარი მომხმარებლების სპეციფიკიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე ვერ ერთვება პროგრამაში.

„კრიზისის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა მომხმარებლის მხრიდან საკრედიტო-საგარანტიო სქემით სარგებლობაზე. საფინანსო სექტორისთვის ძირითადი და განმსაზღვრელი ფაქტორი არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა უზრუნველყოფა - არც სესხის გაცემის და არც დამუშავების ნაწილში. პირველადი დაფარვის წყარო იყო მნიშვნელოვანი დამაბრკოლებელი ფაქტორი. შეიძლება ითქვას, რომ დღესაც კომპანიებს უფრო მეტად პრობლემა აქვთ კაპიტალიზაციასთან დაკავშირებით და არა სესხის მოზიდვასთან ან სესხზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. დამატებითი კაპიტალის მოზიდვა კომპანიებისთვის მიმდინარე ეტაპზეც მნიშვნელოვანი გამოწვევაა,“ - აცხადებს ასოციაციის პრეზიდენტი.

ბოლო მონაცემებით, საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში 43 ახალი პროექტია დაფინანსებული. 2 პროექტის შემთხვევაში კი მოხდა სესხის რესტრუქტურიზაცია. დამტკიცებული სესხის მოცულობა 35,7 მლნ ლარია.

შეგახსენებთ, რომ საკრედიტო-საგარანტიო სქემის ბიუჯეტი 300 მლნ ლარია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023