ფინანსები
29/09/2020

საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში გარანტია 62 სესხზეა გაცემული

საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში, ბოლო მონაცემებით გარანტია 62 სესხზეა გაცემული.

როგორც სააგენტოს მეწარმეობის დეპარტამენტის უფროსმა განმარტა, გარანტია უკვე 50 მილიონ ლარზეა გაცემული.

ლაშა ბოსტაშვილის ინფორმაციით, ბენეფიციართა მხრიდან მოთხოვნა ძირითადად ახალ სესხებზეა, თუმცა ბოლო პერიოდში გამოიკვეთა რესტრუქტურიზებული სესხების მიმართულებითაც მომხმარებელთა ინტერესი.

„ჩვენ როდესაც ვაანალიზებდით მიმდინარე პროცესს, ვნახეთ, რომ მოთხოვნა იყო ახალ სესხებზე და არა რესტრუქტურიზაციაზე, რის შემდეგაც გვქონდა ბანკებთან ინტენსიური კომუნიკაცია. უკვე დაახლოებით 5%-მდე გაიზარდა რესტრუქტურიზებული სესხები მთლიან პორტფელში. ახლა საბანკო სექტორისგან ველოდებით დამუშავებულ პროექტებს და გვაქვს მოლოდინი, რომ რეზტრუქტურიზებული სესხების რაოდენობა გაიზრდება,“ - განაცხადა ლაშა ბოსტაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023