ფინანსები
30/03/2023

სამომხმარებლო დაკრედიტება 24%-მდე ზრდას ინარჩუნებს

სამომხმარებლო სესხების წლიური (Y.Y) ზრდა  24%-საც ჩამოსცდა. სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით,  მიმდინარე წლის 1 მარტისთვის  23.4%-ია (01.03.2022 +39.4%Y.Y), რაც  გარკვეულწილად სებ-ის რეგულაციების შედეგია.

ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, რომ 3-წლამდე ვადაშეკვეცილი არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების დაგრძელვადიანება  აგვისტომდე არ განიხილება. 

სამომხმარებლო სესხის ვადა 2022 წლის 15 აგვისტოს შემცირდა, პოტენციური მსესხებლის წინასწარ გაუფრთხილებლად. აღნიშნული ინსტრუმენტი მარეგულირებელმა მთლიანი დაკრედიტების 1%-ით შემცირებაზე გათვალა.  თუმცა, სხვა რეგულაციებთან კომბინაციაში დაკრედიტება დაგეგმილზე მეტადაც მოითოკა. ანუ წინსმწრები შედეგი მიიღო.  

მარტისთვის დაკრედიტების წლიური (Y.Y) ზრდის ტემპი,  18% -დან, 13%-მდეა შემცირებული, მდგრად დონესთან მიახლოებული. (მდგრადად მიიჩნევა ტემპი, რომელიც საშუალოვადიან პერიოდში 3%-იან ინფლაციას  უზრუნველყოფს).

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის პაპუნა ლეჟავას თქმით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შერბილების სივრცე დიდია. დაკრედიტების ზრდის ტემპი მდგრად დონეს თუ ჩასცდა, სებ-ი განაკვეთის შემცირებით აწევს. 

 ბანკები მთლიანი  სასესხო პორტფელით (მლრდ ₾)

                             

01.03.2022  

თიბისი

17,247

საქართველოს ბანკი

16,361

ლიბერთი

2,537

ბაზისბანკი

2,030

კრედო

1,789

პროკრედიტ ბანკი

1,128

ტერა ბანკი

1,079

ქართუ

0.715

ხალიკ ბანკი

0.623

პაშა ბანკი

0.351

ვითიბი

0.239

ზირაათბანკი

0,098

სილქბანკი

0,019

პეისერა

-0-

წყარო: კომერციული ბანკები

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023