ფინანსები
21/01/2022

საპენსიო სააგენტო მილიარდიანი დაბანდებისთვის მზად არის

საპენსიო სააგენტო ადგილობრივ ბაზარზე ყველა განთავსებაში მონაწილეობისთვის მზადაა, მათ შორის Covered Bond-ში. სააგენტოს უფროს საინვესტიციო ოფიცერს ბაზრის ქცევის პროგნოზირება უჭირს, ასევე საინვესტივიო შესაძლებლობების შესაძლო გაფართოებაზე სებ-ის გაცხადებულ ვერსიასაც არ ადასტურებს.

„ჩვენ გაგვიჭირდება ვთქვათ ბაზარი რას იზამს და ბაზარზე რამდენი მოცულობის ან რაოდენობის ტრანზაქცია მოხდება. ზოგადად მოლოდინი გვაქვს, რომ წელს გარკვეული ემისიები მოხდება, მაგრამ ეს ჩვენზე დამოკიდებული არ არის, არამედ ემიტენტებზე. ჩვენ გვაინტერესებს ყველა ემისია კორპორაციული ბონდების რაც ქართულ ბაზარზე მოხდება და ყველა მათგანში მივიღებთ მონაწილეობას რომელიც შეესაბამება ჩვენს საინვესტიციო მანდატს, ანუ საინვესტიციო მოთხოვნებს რაც გაწერილია კანონში. ფიქსირებული შემოსავლების ინსტუმენტებში სჯობს ლარში ინვესტირება, ხოლო აქციებში ჯობს უცხოურ ვალუტაში ინვესტირება“,-  განაცხადა გოგა მელიქიძემ.

კაპიტალის ბაზრის მოსალოდნელი აქტივობები ქონებით უზრუნველყოფილი ბონდების შესახებ კანონპროექტს უკავშირდება (Covered Bon), რომელიც პარლამენტმა მალე უნდა დაამტკიცოს.

ამით საპენსიო სააგენტოს საპენსიო დანაზოგების არსებულ განაკვეთზე მეტი სარგებლით (+40-50 საბაზისო პუქტი) დაბანდების შესაძლებლობა უჩნდება. ამ დროისთის ფონდის მოცულობა ₾2.1 მლრდ-ია, დარიცხული სარგებელი ₾276 მლნ. ძირითადი განთავსებებია  ბანკის სადეპოზიტოანგარიშებზე (სქემაში 9 ბანკი მონაწილეობს.

მომგებიანობა ფონდის გაშვების დღიდან (01.01.2019) დღემდე 32%-ია (ინფლაციის გარეშე 6%).

სებ-ი საშუალოვადიანი პერიოდში 1 მილიარდის განთავსებას პროგნოზირებს.

სააგენტო კი ინვესტრებაში კი შეზღუდულია 10%-იანი რეგულაციით, თუმცა დაბალი რისკის გათვალისწინებით შეზღუდვა მოიხსნება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023