ფინანსები
09/05/2023

სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს ბანკის რეიტინგი გააუმჯობესა

მსოფლიოს წამყვანმა სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს ბანკის „ემიტენტის დეფოლტის რეიტინგი (IDR)“ გააუმჯობესა, რის შედეგადაც ფინანსურმა ინსტიტუტმა „BB-” კატეგორიიდან „BB“ კატეგორიაში გადაინაცვლა. სამომავლო პერსპექტივა კი სტაბილური დარჩა.

Fitch-მა აღნიშნა, რომ რეიტინგის გაუმჯობესება გამოწვეულია ბანკის ძლიერი საშინაო პოზიციით და ბანკის ბიზნეს მოდელის მდგრადობით მთელი ციკლის განმავლობაში, რასაც მხარს უჭერს ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური ზრდა.

Fitch-მა ასევე გადახედა საქართველოში ბანკების საოპერაციო გარემოს და მისი პერსპექტივა პოზიტიურად შეაფასა. ამ წლის დასაწყისში, საქართველოს „სუვერენული რეიტინგი“ BB დონეზე დადასტურდა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურით გაუმჯობესდა.

“მოხარული ვართ, რომ ბანკის მაღალი ფინანსური მაჩვენებლები, მათ შორის კაპიტალის მდგრადი პოზიცია აისახა Fitch-ის მიერ ბანკის გრძელვადიან საკრედიტო რეიტინგში. ბანკის საქმიანობის წარმატებული ციფრები მხარდაჭერილია საქართველოში ძლიერი ეკონომიკური აქტივობით, მათ შორის, ბოლო ორი წლის განმავლობაში ორნიშნა რეალური მშპ-ს ზრდით. ადგილობრივი ეკონომიკის მდგრადობა ასევე აისახება საქართველოს პოზიტიურ პერსპექტივაში, რომელიც ამ წლის დასაწყისში გამოქვეყნდა. როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, მომხმარებელთა ძლიერი ბაზით, ჩვენ ვინარჩუნებთ ძლიერ პოზიციებს, და ვაგრძელებთ ქვეყანაში გაუმჯობესებულ საოპერაციო გარემოში ოპერირებას.”

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023