ფინანსები
17/03/2020

სასესხო განაკვეთი არავითარ შემთხვევაში არ გაიზრდება – ჭილაძე

“საქართველოს ბანკის” (BOG) გენერალური დირექტორის მოადგილის რისკების მართვის დარგში, გიორგი ჭილაძის განცხადებით, საქართველოს ბანკმა გამოაცხადა რიგი ღონისძიებებისა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ფილიალებში შეამცირონ როგორც ბანკის კლიენტების ნაკადი, ისე მათ თანამშრომლებსაც მაქსიმალურად შეუწყონ ხელი, რომ დისტანციურად მოემსახურონ მომხმარებელს.
 
„მინდა განვმარტო, რომ საშეღავათო პერიოდი შეეხება როგორც სესხის ძირს, ასევე სესხის %-ს. არავითარ შემთხვევაში არ გაიზრდება სესხზე საპროცენტო განაკვეთი და რაც მთავარია, ეს შეეხება ყველა ფიზიკურ პირს“, – აცხადებს ის.
 
კლიენტებისთვის უფრო ხელმისაწვდომი რომ გახადონ დისტანციური მომსახურება, მობაილ და ინტერნეტ ბანკინგში საკომისიო გადასახადები განულდა საბანკო ტრანსაქციებზე. შესაბამისად, მომდევნო ორი თვის განმავლობაში ბანკის მომხმარებლებისთვის ეს ტრანზაქციები იქნება უფასო, რაც ბანკის იმედით, ხელს შეუწყობს კლიენტების ნაკადების გადამისამართებას.
 
საქართველოს ბანკის გადაწყვეტილებითვე, ასევე, დისტანციურ რეჟიმში გადაჰყავთ თანამშრომლების დიდი ნაწილი. შემოიღეს ცვლებით მუშაობის პრინციპი. „ორ კვირიანი ცვლებით ვამუშავებთ ფაქტიურად ყველა ჩვენს სერვის ცენტრს და ასევე 24 საათიანი ავტომატური მომსახურების ფორმატად გადავაკეთეთ ჩვენი ექსპრეს ფილიალები“, – აცხადებს ბანკირი.
 
BPI
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023