ფინანსები
24/07/2020

საცალო დაზღვევის ბაზარი შემცირდება - გლობალ ბენეფიტს ჯორჯია

„საცალო დაზღვევის ბაზარი შემცირდება“, - ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ დირექტორმა ნინო კობახიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.

მისი შეფასებით, იმაზე საუბარი, რომ სექტორმა პანდემია წარმატებით გადალახა ნიშნავს იმას, რომ კომპანიების მხრიდან სწორად იქნა მართული კრიზისული ეტაპები. ეს კი გამოიხატა იმაში, რომ სადაღვევო კომპანიებს დიდი ზარალები არ დაუდგათ.

როგორც კობახიძე აცხადებს, წელს დარგში ზრდა არ იქნება.

„უცხოური მანქანების შემოსვლა პრაქტიკულად განახევრებულია, სამოგზაურო დაზღვევების პაკეტი შემცირდა. შესაბამისად, ვფიქრობ, საცალო დაზღვევის ბაზარი შემცირდება. ის რომ სადაზღვევო კომპანიებმა ამხელა გამოცდლიბით სწორად მართეს კრიზისი და კომპანიები ზარალზე არ გაიყვანეს, ეს პოზიტიურ მოვლენად შეიძლება ჩაითალოს. სადაზღვევო ინდუსტრია დღეს იმდენად მყარი, ფინანსურად მდგრადი და კვალიფიცურია, რომ ეს მოვახერხეთ“,- აცხადებს ნინო კობახიძე.

შეგახსენებთ, პარალამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ რამდენიმე დღის წინ სადაზღვევო სექტორის 6 თვის პოზიტიურ მაჩვენებლებზე ისაუბრა. მისივე განცხადებით,შედეგებისთვის წლის ბოლომდე სიფრთხილით დაკვირვებაა საჭირო.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023