ფინანსები
25/06/2020

საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის კონკურსი გამოცხადდა

მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის საქართველოში ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტი, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან (RSF) და საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით, აცხადებს ყოველწლიურ კონკურსს ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის ხარისხის ასამაღლებლად.

კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოში ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის ხარისხის ზრდის წახალისებას, რაც ერთი მხრივ კორპორატიული სექტორის დაფინანსების შესაძლებლობებს გააფართოებს, მეორე მხრივ ხელს შეუწყობს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასა და ინვესტორთა ინტერესების დაცულობას. კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის ამაღლება ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირების ერთერთი მთავარი ამოცანა და ასევე, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების წინაპირობაა.

კონკურსი ღია იქნება საზოგადოებრივი დაინტერესების მქონე ყველა პირისთვის ("სდპ"), რომელთა შორისაა საქართველოს საფონდო ბირჟის A და B კატეგორიის ლისტინგში და ასევე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების ემიტენტები, ბანკები, სადაზღვევო კომპანიები და სხვა. ლისტინგში დაშვებული ფასიანი ქაღალდების ყველა ემიტენტი ავტომატურად ჩაითვლება აღნიშნული კონკურსის მონაწილედ, შესაფერისობის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში. ხოლო სხვა "სდპ" სტატუსის მქონე პირებმა, კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ელექტრონული განაცხადით RSF ფონდს უნდა მიმართონ. გასათვალისწინებელია, რომ კონკურსში მონაწილე არასაბირჟო "სდპ" კომპანიების რაოდენობა შემოფარგლული იქნება 20 კომპანიით, რომლებიც წარმოდგენილი განაცხადების რიგითობით შეირჩევა.

კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადების მიღება 2020 წლის 1 ოქტომბრის დღის 12 საათიდან დაიწყება და 2020 წლის 15 ნოემბრამდე გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისგან დაკომპლექტებულ ჟიურის წევრებს შორის ეროვნული ბანკის წარმომადგენლებიც არიან. კერძოდ, საინვესტიციო და საპენსიო ფონდების ზედამხედველობის განყოფილების უფროსი გიორგი ნაკაშიძე და კაპიტალის ბაზრების ზედამხედველობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი სოფო ყოლბაია.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023