ფინანსები
30/09/2020

სავალუტო ბაზარზე არაადეკვატური პროცესები მიმდინარეობს - ანა გოგოლაძე

სავალუტო ბაზარზე არაადეკვატური პროცესები მიმდინარეობს, - ასე აფასებს “თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდის“ დირექტორი ანა გოგოლაძე  დღეს ლარის ერთბაშად 8 თეთრით გამყარებას. მისი განმარტებით, ეს პროცესი მოლოდინების შედეგია.

„ერთი კვირაა ეროვნული ბანკის მხრიდან არანაირი ჩარევა არ ყოფილა, არც უცხოური ინვესტიცია შემოსულა ამას რომ დავაბრალოთ, ერთი ვარიანტია ის, რომ როდესაც ეროვნული ვალუტის გაუფასურების მოლოდინები შეიქმნა, ბიზნსმენებმა დაიწყეს ლარის დოლარში გადაკონვერტირება, დღეს კი მისი გადახურდავების საჭიროება შეიქმნა,“ - აცხადებს გოგოლაძე.

მისი ინფორმაციით, ზოგადად, ლარის არასტაბილურობა და გაუფასურება, ინდიკატორია ეკონომიკის სიჯანსაღის. შესაბამისად, ლარის არსებული კურსი ნიშნავს იმას, რომ ეროვნული ვალუტა გარკვეულ ავადობას განიცდის.

„რამოდენიმე კვირის და დღის წინ, საკმაოდ გაუფასურებული ლარის მიზეზი სახელმწიფო ხაზინიდან დიდი  ოდენობის გადარიცხვებია. ვგულისხმობ, სექტემბრის ბოლოს სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულებისთვის სახელფასო ვალდებულებების გასტუმრებას. შესაბამისად, გაუფასურება ნაწილობრივ ამით იყო განპირობებული.

გარდა ამისა, შეიქმნა მოლოდინები, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ლარის გაუფასურებაში. წინასაარჩევნო პერიოდში, ხარჯვა დიდი რადოენობით მიმდინარეობს, თუმცა, ეს მცირედი ეფექტია იმისა, თუ რაც შეიძლება წლის ბოლოს მივიღოთ, რადგან ქვეყანაში წლის ბოლომდე  6 მილიარდი ლარი ისევ ასათვისებელია. ამ დროისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯულია 11-12 მილიარდი ლარი,“ - აცხადებს გოგოლაძე.

როგორც ცნობილია, 30 სექტემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.2059 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 8.19 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.7560 ლარია. ევროს ცვლილებამ 8.55 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4126 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.1212 ლარი ეღირება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023