ფინანსები
20/07/2020

"სავალუტო ბაზრის რეფორმა ნაკლებ კითხვებს დატოვებს“ - თიბისის ანალიტიკოსი

„სისტემა ბევრად უფრო გამჭვირვალე იქნება და ნაკლებ კითხვებს დატოვებს,“ -ასე შეაფასა „თიბისი ჯგუფის“ მთავარმა  ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ ეროვნული ბანკის სავალუტო ბაზრის რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს ახალი სტანდარტების დაწესებასა და ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმის - Bmatch დანერგვას, სადაც ჩართვის უფლება მსხვილ კომპანიებსაც ექნებათ.

როგორც ნადარაია აცხადებს, მარეგულირებლის ეს გადაწყვეტილება დადებითად შეიძლება შეფასდეს, რადგან  რაც მეტი მოთამაშე იქნება, მით უფრო ღრმა იქნება ბაზარი და უფრო კონკურენტული.

„ლარის კურსზე არ მგონია გავლენა ჰქონდეს. უბრალოდ, რაც მეტი მონაწილეა, უფრო ღრმაა ბაზარი, ესაა არგუმენტი, მე თუ ვარ მსხვილი კომპანია და აქამდე ბანკის მეშვეობით ვვაჭრობდი, ახლა შემიძლია ბანკის გარეშე, ჩემითაც ვივაჭრო,“ - აცხადებს ნადარია.

კითხვაზე, მარეგულირებლის გადაწყვეტილება ხომ არ გამომდინარეობს  ბოლო პერიოდში არსებული კითხვებით, რომ კომერციული ბანკები სპეკულაციურად ვაჭრობდნენ Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში და ლარის კურსის დადგენაში მანიპულირებდნენ, ნადარია აცხადებს, რომ შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება ამანაც განაპირობა.

შეგახსენებთ, ახალ ინსტრუმენტს სებ-ი აპრილიდან იყენებს, თუმცა პლატფორმა ჯერ მხოლოდ ბანკებისთვისაა. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, ასეთი მიდგომა ინოვაციას წარმოადგენს. "მსხვილ კომპანიებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ ჰქონდეთ Bloomberg-ის ტერმინალი, შეეძლებათ პირდაპირ ჩაერთონ Bmatch-ის პლატფორმაში. სხვა კომპანიებს კი საშუალება ექნებათ Bmatch-ის პლატფორმაზე წვდომა განახორციელონ არაპირდაპირ, კომერციული ბანკის საბროკერო მომსახურების საშუალებით", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ბლუმბერგის სისტემის BMatch პლატფორმაზე სებ-ს 1 ივლისის მდგომარეობით, $5.5 მლნ აქვს ნავაჭრი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023