ფინანსები
18/10/2023

სებ: ამ ეტაპზე კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ცვლილების საჭიროება არ იკვეთება

"ფინანსური სექტორი მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას შეუფერხებლად განაგრძობს", - ამის შესახებ ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა.  

"2023 წლის აგვისტოს მონაცემებით, ბანკებს კაპიტალის და ლიკვიდობის ჯანსაღი მაჩვენებლები აქვთ. გასულ წელთან შედარებით, გაუმჯობესებულია აქტივების ხარისხიც.  მიმდინარე პერიოდში საკრედიტო აქტივობა მდგრად დონეზეა, ანუ მშპ-ის პოტენციური ზრდისა და ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის თანაზომიერია.

2023 წლის აგვისტოში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლით კურსის ეფექტის გამორიცხვით, 14.6% შეადგინა. ბოლო ორი წლის განმავლობაში სესხების მშპ-თან ფარდობა შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა, რასაც მაღალმა ეკონომიკური ზრდამ და გაცვლითი კურსის გამყარებამ შეუწყო ხელი. აღნიშნულის კვალდაკვალ, 2023 წლის მეორე კვარტალში, სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა გრძელვადიან ტრენდს კვლავაც ჩამორჩება. კომიტეტის შეფასებით, საკრედიტო აქტივობისა და ეკონომიკური ზრდის არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ სესხების მშპ-თან ფარდობა მის გრძელვადიან ტრენდს 2024 წელს დაუახლოვდება.

შესაბამისად, მიმდინარე ეტაპზე კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის არსებულ დონესთან შედარებით ცვლილების საჭიროება არ იკვეთება,"-აღნიშნულია სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაში. 

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2023 წლის 29 ნოემბერს გაიმართება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023