ფინანსები
27/10/2021

სებ: ბაზარზე სესხის ისეთი სახეობები გამოჩნდა, რომელიც რეგულირების მიღმაა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ბაზარზე გამოჩნდა ახალი პროდუქტები, რომლებიც სესხის შინაარს ატარებს, თუმცა დარჩენილია რეგულირების გარეშე, რაც არაჯანსაღ კონკურენციას ქმნის. 

"მაგალითად ყიდვა უკუ გამოსყიდვის პირობით და მსგავსი პროდუქტები. ფაქტობრივად, ეს არის ის დაურეგულირებელი სფერო და ამ შემთხვევაში არის არაჯანსაღი კონკურენცია", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ. 

მისი თქმით, დარეგულირების მიზნით იგეგმება საკანონმდელო ცვლილებები, რომელიც სესხის გამცემი სუბიექტის ცნების ქვეშ მოაქცევს მსგავს სახელშეკრულებო ურთიერთობებს. 

"რაც შეეხება ოპონენტებს, რომლებიც ამბობენ, რომ რეგულირება ცუდია, მინდა შევახსენო, რომ ფინანსური სექტორი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერად რეგულირებადი სფეროა მსოფლიოში და ასეც უნდა იყოს. რა თქმა უნდა, იმის შეფასებაც უნდა მოხდეს, რაც შეიძლება რეგულაციას მოჰყვეს, მაგრამ ფინანსურ სექტორში ძალიან ცუდი იქნება, თუ რაღაც რისკები დაგროვდა იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი დაურეგულირებელი სფერო გაჩნდა. აქედან გამომდინარე ამას ყურადღებას ყველთვის ვაქცევთ",- აცხადებს კობა გვენეტაძე.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023