ფინანსები
25/03/2022

სებ-ი ბანკებისთვის ბუფერების საჭიროებას ვერ ხედავს

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოს საფინანსო სისტემა სრულად უძლებს გამოწვევებს“, - სებ-ის პრეზიდენტი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო შექმნილ გლობალურ გამოწვევებზე ჟურნალისტებს ესაუბრა. სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელებს და აღნიშნა, რომ ომი მთლიანად ცვლის არა მხოლოდ რეგიონის არამედ მთელი მსოფლიოს ეკონომიკას.

შესაბამისად, მისი თქმით, სამწუხაროდ, ომამდელი მოლოდინები შეიცვლა, მათ შორის ინფლაციურიც. მარტში ინფლაციის 8%-მდე შემცირება შეუძლებელია, მიწოდების ჯაჭვების გაწყვეტის გამო. ამის უმთავრესი მიზეზი ნავთობის გაძვირებაა.

ინფლაცია უკვე გლობალური ფენომენია. მიწოდების ფაქტორის (არამონეტარული) მოქმედებით იზრდება ფასები, რაზეც კობა გვენეტაძეს, ბევრჯერ უთქვამს, რომ გამკლავება შეუძლებელია და შებრძოლება გაუმართლებელი. სებ-ს მხოლოდ მოთხოვნის მხრიდან აქვს რეაგირების ბერკეტი და გამკაცრებული პოლიტიკით მოთხოვნის მხარეს აკონტროლებს.

რა პერიოდით შენარჩუნდება ორნიშნა ინფლაცია და საგაზაფხულო მოლოდინები რამდენი სეზონით გადაიწევს, მეტი ინფორმაცია 30 მარტს გახდება ცნობილი, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგ.

სებ-ის პრეზიდენტი წინასწარ მხოლოდ ერთადერთ ვერსიას გამორიცხავს, რომ 10.5%-ინი რეფინანსირების განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილებას 30 მარტს არცერთ შემთხვევაში მიიღებს.

სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს საბანკო სექტორი მიერთებულია რუსეთის მიმართ ფინანსურ სანქციებს. მისი თქმით, სისტემა კარგად დაცულია და არასანქცირებულ პირებთან დაკავშირებული ოპერაციები კონტროლირებადია.

სებ-ის პრეზიდენტმა პანდემიის პერიოდის შეღავათები გაიხსნა, ბანკებისთვის კაპიტალის გამოთავისუფლების, რომელიც მათ უკვე შეავსეს. თუმცა არაფერი უთქვამს ომით გამოწვეულ კრიზისთან გასამკლავებლად რეგულაციების შემსუბუქების შესაძლო საჭიროებაზე.

ბოლო გამკაცრება იყო სავალუტო იპოთეკის დამოკლევადიანება 15-დან 10 წლამდე. შემდეგ 25%-იანი სასესხო კოეფიციენტის სახელფასო რეინჯის 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე გაზრდა და იპოთეკის განაკვეთის 3%-იანი მერყეობის გადაზღვევა.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023