ფინანსები
23/03/2020

სებ-ი საფინანსო სექტორისთვის ლიცენზირება-რეგისტრაციას აჩერებს

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკი, საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისთვის ლიცენზირებისა და რეგისტრაციის პროცესს დროებით, ორი თვის ვადით აჩერებს.

სებ-ის პრეზიდენტის ბრძანებით, ორი თვის ვადით ჩერდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციად, ვალუტის გადამცვლელ პუნქტად/ფილიალად, სესხის გამცემ სუბიექტად/ფილიალად, საგადახდო მომსახურების პროვაიდერად და სისტემის ოპერატორად საკრედიტო კავშირად, საფონდო ბირჟად, ცენტრალურ დეპოზიტარად, სპეციალიზირებულ დეპოზიტარად, საბროკერო კომპანიად და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორად რეგისტრაციის, ლიცენზირების, ნებართვების, ავტორიზაციის/აღიარების მისაღებად განცხადებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღება.

აღნიშნული არ ვრცელდება იმ პირებზე, ვისაც ბრძანების გამოცემამდე განაცხადი უკვე შეტანილი ჰქონდათ საქართველოს ეროვნულ ბანკში. მათი განხილვა მოხდება კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი წესებით განსაზღვრული ვადებისა და პირობების შესაბამისად.

ერთობლივი ქმედებებით, ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში აღდგენას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023