ფინანსები
11/04/2021

სებ-ი საკრედიტო რეესტრის შექმნაზე მუშაობს - ვის შეეხება ახალი რეგულაცია

ეროვნული ბანკი საკრედიტო რეესტრის შექმნაზე მუშაობს. საკრედიტო რეესტრისთვის დეტალური ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულება მხოლოდ კომერციულ ბანკებს ექნებათ, თუმცა მოთხოვნა ეტაპობრივად ფინანსური სექტორის სხვა წარმომადგენელზე, მათ შორის მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და სესხის გამცემ სუბიქტებზეც გავრცელდება.

როგორც ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, საკრედიტო რეესტრის შექმნა ეროვნულ ბანკს მეტ შესაძლებლობას მისცემს საკრედიტო რისკის შეფასება და ანალიზი მოახდინოს.

„ვფიქრობთ, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ ასეთ პანდემიურ ვითარებაში, თუმცა ჩვენ ამ საკითხზე მუშაობა გაცილებით უფრო ადრე დავიწყეთ. საკრედიტო რეესტრი მონიტორინგის თანამედროვე საშუალებაა. ათი წლის წინ ალბათ მსგავსი პროექტის განხორციელება წარმოუდგენელი იქნებოდა, თუმცა ახლა ინფორმაციის დიდი ნაწილი ისედაც გაციფრულებულია. ეს პროექტი კი ამ პროცესის დაჩქარებას ხელს შეუწყობს,“ - განაცხადა ოთარ გორგოძემ.

მისივე განმარტებით, საკრედიტო რეესტრთან დაკავშირებული ინფორმაცია უკვე ხელმისაწვდომია, თუმცა მას საბოლოო სახე არ აქვს და დოკუმენტი დაინტერესებული მხარეების მიერ წარდგნილი შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ ჩამოყალიბდება.

საკრედიტო რეესტრში ბანკებმა მსესხებლების შესახებ დეტალური ინფორმაცია უნდა წარადგინონ. მათ შორის ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა არის სესხის გაცემისას უზრუნველყოფის საგანი. ვის რა სახის სესხი დაუმტკიცდა ან რა საკრედიტო განაცხადზე მიიღო პირმა უარი. უფრო კონკრეტულად კი ეროვნულ ბანკს ყოველთვიურად შემდეგი მონაცემები წარედგინება: მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მომხმარებლის ბოლო განახლებული ფინანსური მონაცემები, საკრედიტო ვალდებულების დეტალები, საკრედიტო ვალდებულების უზრუნველყოფის მონაცემები, ინფორმაცია რეფინანსირებულ სესხებზე, ინფორმაცია ინვესტიციების შესახებ, ინფორმაცია უარყოფილი საკრედიტო განაცხადების შესახებ, ინფორმაცია საანგარიშგებო თვის განმავლობაში დახურული სესხების შესახებ.

საკრედიტო რეესტრისთვის ყოველთვიურ დეტალური ინფორმაციის მიწოდება საბანკო სექტორს სავარაუდოდ 2022 წლიდან დაევალება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023