ფინანსები
26/09/2022

სებ-ი საოჯახო სესხებსაც თოკავს 

სებ-ი ბანკების მსხვილი კლიენტურისთვის შეზღუდვების ინსტრუქციის სამართლებრივ პროცედურას იწყებს. ინსტრუქცია, რომელიც მონათესავე კომპანიების მფლობელების და მათი ოჯახის წევრებზე ვრცელდება, წლის ბოლომდე უნდა ამოქმედდეს. ახალი ვალდებულებები ₾0.5 მლნ-მდე სესხის ამღებზე არ ვრცელდება.

დამატებით რეგულაციაში მოყოლილი მსესხებელი ურთიერთდაკავშირებულთა ჯგუფში გაერთიანდება. ყველაზე მარტივად დასაჯგუფებელია ცოლ-ქმარი და თუ ბანკს წყვილი იდენტიფიცირებული ჰყავს, სებ-ი აღნიშნულ პროცედურას აღარ მოთხოვს.

მოწილეების ურთიერთდაკავშირების ნიშნით ჯგუფდება კომპანიებიც. ახალი ინდიკატორებით კლასიფიცერებულ მსესხებელზე გაცემული ჯამური პორტფელი, ბანკის პირველადი კაპიტალის 25%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

დაკავშირებულად ითვლება როგორც იურიდიული  ასევე ფიზიკური პირი. მაგ: ბანკის საცალო მსესხებელი, რომელიც კორპორაციული კლიენტი კომპანიის 50%-იანი მოწილეა. ასევე კომპანია, რომელიც სხვა კომპანიის თანამფლობელიცაა. ასეთი კავშირები საფინანსო ბაზარზე ბევრია: მაგ, სალიზინგო & ბანკი, მისო & ბანკი, მისო & ლომბარდი....

დაჯგუფება ფინანსური პრობლემების "გაშეარების" პრევენციას ემსახურება. ურთიერთდამოკიდებულება ბანკისთვის წარმოშობს ერთ მთლიან რისკს, მსესხებლების ერთ ჯგუფად აღრიცხვით კი კრედიტორმა კონცენტრაციის რისკების მართვა უნდა გააუმჯობესოს. და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება უნდა მოამზადოს.

კონტროლის მანიშნებელ გარემოებად ითვლება ორ სხვადასხვა კომპანიის დირექტორატში ან სამეთვალყურეო საბჭოში ერთი და იგივე პირების არსებობა, 20%-ზე მეტი წილის ფლობა სხვა კომპანიაში. ინსტრუქცია  განსაზღვრავს ეკონომიკური დამოკიდებულების ნიშნით მსესხებლების დაჯგუფებასაც.

სებ-მა ინსტრუქციის პროექტი სექტორთან უკვე შეათანხმა. ბაზარს წინადადებების წარდგენის ვადა 22 სექტემბრამდე ჰქონდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023