ფინანსები
18/03/2020

სებ-ის ღონისძიებები საბანკო სექტორის მდგრადობის შესანარჩუნებლად

ეროვნული ბანკი COVID -19 გავრცელების გამო, საბანკო სექტორის მდგრადობის დასაცავად, რამდენიმე ღონისძიებას განიხილავს.

საუბარია მათ შორის, კაპიტალის ადექვატურობის მოთხოვნის ცვლილებაზე. კერძოდ, მარტში დაგეგმილი დამატებითი კაპიტალის მოთხოვნების ეტაპობრივ გადადებაზე.

ამასთან, საჭიროების შემთხვევაში ბანკებს ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ კონსერვატორული ბუფერებით, თუმცა ასეთ შემთხვევაში იკრძალება კაპიტალის განაწილება ან დივიდენდის გაცემა.

ეროვნული ბანკი ასევე განიხილავს ლიკვიდობის დაფარვის კოეფიციენტის ლიმიტების და უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების კოეფიციენტის შემცირებას.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად, უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 25%-ია.
დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საფინანსო სექტორი კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისულ ვითარებას მომზადებული ხვდება.

“საბანკო სექტორს აქვს კაპიტალისა და ლიკვიდობის კომფორტული რეზერვები, რომელიც ეტაპობრივად გროვდებოდა, ამასთან დაბალია უმოქმედო სესხების მოცულობა და ბოლო წლებში სექტორი სოლიდური მომგებიანობით გამოირჩეოდა, შეგვიძლია ვთქვათ რომ ფინანსური სექტორი ამ გამოწვევას მომზადებული ხვდება“, – აღნიშნა გვენეტაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023