ფინანსები
11/12/2020

სებ-მა და საქართველოს საბანკო ასოციაციამ ღია ბანკინგის სტანდარტის დანერგვის ჩარჩო შეიმუშავეს

ეროვნული ბანკი ახალი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. არაერთი პროექტი  წარმატებით განხორციელდა კიდეც, მათ შორის, აღსანიშნავია ფინანსური ინოვაციების ოფისისა და რეგულირების ლაბორატორიის შექმნა. სწორედ ფინანსურ სექტორში ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვატორული მიდგომების განვითარების სტრატეგიის ფარგლებში,  ეროვნულმა ბანკმა და საქართველოს საბანკო ასოციაციამ 2020 წლის პირველ ნახევარში ღია ბანკინგის საერთო სტანდარტების შექმნაზე ერთობლივი მუშაობა დაიწყეს.

ღია ბანკინგის განვითარებისთვის საერთო სტანდარტის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. საერთო სტანდარტის დანერგვა დაინტერესებულ მხარეებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ინტეგრაციას, რაც ფინანსურ ორგანიზაციებსა ან/და ფინტექებს დაეხმარება მომხმარებელს შესთავაზონ მრავალფეროვანი პროდუქტი, შეამცირონ არსებული პროდუქტის ღირებულება ან/და გაზარდონ მომხმარებელთა ცნობიერება.

საწყის ეტაპზე, ღია ბანკინგის პირველი ვერსია მხოლოდ ბანკების მომხმარებელს აძლევს საშუალებას, რომ პირადი ინფორმაცია  სასურველი ბანკის ციფრულ არხებში გახადონ ხელმისაწვდომი. სერვისი მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის და ინდივიდუალური მეწარმეებისთვისაა გათვალისწინებული. კომერციული ბანკების მომხმარებლები ამ მომსახურებით 2021 წლის 31 მარტიდან ისარგებლებენ. შემდეგ ეტაპზე არასაბანკო ინსტიტუტების ჩართვა და ფუნქციების გაფართოება - მათ შორის, გადახდების ინიცირებაც -  იქნება შესაძლებელი.

ეროვნული ბანკი და საბანკო ასოციაცია ღია ბანკინგის სტანდარტის განვითარებისა და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, ჩარჩოს სამუშაო პროექტს აქვეყნებენ. დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ თავიანთი მოსაზრებები და კომენტარები მიაწოდონ ეროვნულ ბანკს (innovationoffice@nbg.gov.ge)ან საბანკო ასოციაციას obstandards@association.ge. ღია ბანკინგის სტანდარტის დანერგვის ჩარჩო ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე - obstandards@association.ge

 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023