ფინანსები
06/06/2023

სებ-მა "ევრო კრედიტი" დააჯარიმა

სებ-მა "ევრო კრედიტი" 5 000 ლარით დააჯარიმა. ზედამხედველის ინფორმაციით, სესხის გამცემ სუბიექტს (სგს) ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმა წარდგენილი ჰქონდა დაგვიანებით.

შპს "ევრო კრედიტს" სანქცია სებ-ის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე–21 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაეკისრა.

სებ-მა მაისში 5 000- 5 000 ლარიანი ჯარიმა, "ევრო კრედიტთან"  ერთად კიდევ 3 სგს-ს გამოუწერა "ფინბიუროს", პას-ს (პრობლემური აქტივების სააგენტოს) და "იბა ჯეოს".

მაისში დაჯარიმდა მიკროსაფინანსო ბაზრის ყველაზე მსხვილი მოთამაშეც "რიკო", 20 000 ლარით. ასევე სმპ "ოლ ფეი ვეი" - 9 000 ლარით.  ყველაზე სოლიდური ჯარიმა, 93 000 ლარის ოდენობით, კი სმპ "იმანი ჯორჯიას" (eMoney) დაეკისრა.

სებ-ის ინფორმაციით, მაისში,147 000 ლარით, ბაზრის 8 მოთამაშეა სანქცირებული. 05/2023-ის მდგომარეობით კი სულ, საფინანსო ბაზრის 154 სუბიექტია დაჯარიმებული, მ.შ. სგს; ბანკი; მისო; სმპ (საგადახდო მომსახურების პროვაიდერი); სავალუტო ჯიხური; ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი.

საფინანსო ბაზრის პროვაიდერები დასანქცირდნენ ძირითადად, პროგრამული სისტემის, ასევე შიდა კონტროლის მექანიზმის გაუმართაობაზე და საეჭვო ტრანზაქციებზე. სანქციების დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა.

   დაჯარიმებული საფინანსო ორგანიზაციები                         

ბანკი მისო სგს
კრედო ლიდერ კრედიტი ევროკრედიტი
პაშა ბანკი ნოვა კრედიტი  მობაილკრედიტი
ვითიბი ლაზიკა კაპიტალი კრედიტ+
ზირაათ ბანკი გირო კრედიტი C.D. credit
პროკრედიტ ბანკი სვის კაპიტალი ფინბიურო
 ქართუ მონეტა ექსპრესი პროფაინანსი
 სილქ ბანკი  ბერმელი სანინვესტი
 ტერაბანკი MBC ბესთკაპიტალი
  რიკო ექსპრესი ბაგირა
  კრისტალი იბაჯეო
  სმარტ ფინანსი პას-ი
წყარო: სებ-ი    

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023