ფინანსები
02/07/2020

სებ-მა მაისში $164 მლნ-ის წნეხის მოსახსნელად $45 მლნ გაყიდა

მაისში სავალუტო ბაზარზე ყიდვა-გაყიდვების აქტივობები გაზრდილია.

უცხოური ვალუტით ლარის ვაჭრობის 98.6% სპოტ* გარიგებებზე მოდის (98.6 პროცენტი), რამაც  $1,1 მლრდ შეადგინა,  რაც აპრილში ნავაჭრზე $151 მლნ -ით მეტია, 2019 წლის მაისთან შედარებით კი $288 მილიონით ნაკლები.

გარიგებების 70% იურიდიულ, 26%  ფიზიკურ პირებზე მოდის, 1.1%-ია არარეზიდენტი ბანკების ნავაჭრი.

სებ-ის ინტერვენციების წილი კი 3.6%-ია. მაისში ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქცია (რამაც ბაზრისთვის დამატებითი ვალუტის მიწოდების საჭიროება გააჩინა) კურსის გადაჭარბებულ მერყეობაში რომ არ ასახულიყო, ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სავალუტო აუქციონების გზით $40 მლნ მიაწოდა და $ 0.5 მლნ Bmatch პლატფორმაზე გაყიდა. იგულისხმება საქართველოს ბანკის 2017 წელს ემიტირებული 500 მლნ ლარის ($164 მლნ) ბონდების დაფარვა.

 

*სპოტი სწრაფი გარიგებაა, მაშინვე, 2,3 დღეში ანგარიშსწორებით, განსხვავებით სვოპისგან, როცა გარიგება  მიწოდების პერიოდის ( თვე, კვირა ...)  და კურსის წინასწარი დათქმით იდება. სვოპიტ $1.4 მლრდ -ია შეძენილი, აქედან ლარით მხოლოდ $70 მლნ

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023