ფინანსები
15/06/2023

სებ-მა საგადახდო მომსახურების პროვაიდერების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნის წესი დაამტკიცა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "საგადახდო მომსახურების პროვაიდერების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნის შესახებ წესი"  დაამტკიცა.

წესის დამტკიცების მიზანს წარმოადგენს საქართველოში საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერების, მათ შორის, ელექტრონული ფულის მნიშვნელოვანი პროვაიდერების ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა, ეფექტიანი ფუნქციონირება და ბიზნეს საქმიანობიდან გამომდინარე რისკების შემცირება.

წესში განსაზღვრულია მნიშვნელოვანი პროვაიდერისთვის მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნები, ასევე, საზედამხედველო კაპიტალის დაანგარიშების მეთოდოლოგია. მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნა ასევე ვრცელდება გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერებზე. წესის შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, საქართველოში რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ბიზნეს სპეციფიკა და მათი ბოლო 3 წლის ფინანსური მონაცემების გამოყენებით კაპიტალის დაანგარიშების ტესტირების შედეგები.

საგადახდო მომსახურების პროვაიდერების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნის შესახებ წესი 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023