ფინანსები
04/01/2023

სებ: საქართველოში ინფლაციამ პიკური პერიოდი გადალახა

2022 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 9.8% შეადგინა, ხოლო ნოემბერთან შედარებით ფასები 0.3%-ით შემცირდა.

საქართველოში ინფლაციამ პიკური პერიოდი გადალახა და ბოლო თვეებში შემცირების ტრენდი აქვს. ამის შესახებ სებ-ის ყოველთვიურ მიმოხილვაშია აღნიშნული.

სებ-ის განმარტებითვე, საერთაშორისო ბაზრებზე საქონლის ფასები კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება, თუმცა უკანასკნელ თვეებში გარკვეული სტაბილიზაცია და კლების ტენდენცია შეინიშნება, რამაც ლარის გამყარებასთან და გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკასთან ერთად საქართველოში ინფლაციის შემცირებას ხელი უნდა შეუწყოს.

მარეგულირებლის ყოველთვიურ მიმოხილვაში ვკითხულობთ, რომ ინფლაციის შემცირებას მეტწილად იმპორტირებული ინფლაციის კლება განაპირობებს. ბოლო თვეებში იმპორტირებულ ინფლაციას კლების ტენდენცია აქვს, რასაც საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქტების ფასების გარკვეულ სტაბილიზაციასა და საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებასთან, ერთად ლარის კურსის გამყარება უწყობს ხელს. დეკემბერში იმპორტირებული ინფლაცია 5.5%-მდე შემცირდა.

"ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია მაღალია და 13.8%-ს შეადგენს. მაღალი ადგილობრივი ინფლაცია ერთის მხრივ, სურსათის (პური, ყველი, ხორცი) ფასების ზრდას, ხოლო მეორეს მხრივ,მომსახურების გაძვირებას უკავშირდება, რომელთაგანაც მნიშვნელოვანია ბინის ქირის და სანოტარო გადასახდელის გაძვირება,"-აღნიშნულია სებ-ის ყოველთვიურ მიმოხილვაში. 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023